გალაქტიკათშორისი სივრცის ფოტოსურათი

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა გალქტიკათშორისი სივრცის უპრეცედენტო ფოტოების გადაღება შეძლო. ეს არის დიფუზური და ნაწილობრივ უხილავი გაზი, რომელიც გალაქტიკებს აერთებს და კვებავს.

 აქამდე გალაქტიკათშორისი სივრცის სტრუქტურა თეორიული სპეკულაციების საგნად იყო ქცეული. კომპიუტერული მოდელირების მიხედვით, დიდი აფეთქების დროს გაჩენილი გაზი უზარმაზარი კოსმოსური ძაფების სახით არის გავრცელებული – ძაფებიხ ჯაჭვი, რომელიც გალაქტიკებს მოიცავს და მათ შორის გაედინება(სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა; უცნობი სტრუქტურები სამყაროსეულ სიცარიელეებში).

 ამ ქსელების ცაკლე დანახვა შეუძლებელია. მათ შესამჩნევად ასტრონომები შორეულ კვაზარებს იყენებდნენ – გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიურ შავ ხვრელებს, რომლებიც გარემო მატერიას აქტიურად შთანთქავენ და სივრცეს ანათებენ.

 პირველი ძაფები, რომლებიც Cosmic Web Imager-მა დაინახა, ორ უძველეს, თუმცა ძალიან ელვარე ობიექტებთან უშუალო სიახლოვეშია: კვაზარი QSO 1549 +19 და ე.წ. ”ლაიმან ალფას შენადედი”(ტექნიკური ტერმინი გაზურ მდგომარეობაში მყოფი წყალბადის უზარმაზარი გროვებისთვის), ფორმირების პროცესში მყოფ გალაქტიკურ გროვაში – SSA22. ეს ელვარე ობიექტები შუალედურ გალაქტიკურ სივრცეს ანათებენ და საძიებო სიგნალს აძლიერებენ.

 ორივე ობიეტქი დიდი აფეთქებიდან 2 მილიარდი წლის მერე ჩამოყალიბდა, სწრაფი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესბის პერიოდში. დაკვირვებები წვრილ ძაფს გვიჩვენებენ, დაახლოებით მილიონი სინათლის წლის ზომით, რომელიც კვაზარში ჩაედინება, ხოლო ეს უკანასკნელი გალქტიკა-მშობელის განვითარებას აძლიერებს.

galaqtikatshor 2

 ”არის სამი ძაფი, რომელიც ლაიმან-ალფას შენადედში ჩადის. ვფიქრობ, ჩვენ გიგანურ პროტოგალქტიკურ დისკოს ვხედავთ. მისი დიამეტრი თითქმის 300 ათასი სინათლის წელია, ანუ ირმის ნახტომზე სამჯერ დიდი” – ამბობს ქრისტოფერ მარტინი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან.

 Cosmic Web Imager ჰეილის 5,1 მეტრიანი სარკით აღჭუვილ ტელესკოპზეა დამონტაჟებული და სპექტროგრაფიულ თბოვიზორს წარმოადგენს, სხვადახვა დიაპოზონში შეუძლია სურათების გადაღება. ამით ასტრონომები ობიექტების შემადგენელს, მასასა და სიჩქარეს გებულობენ.

One comment

  1. სურათზე სამი ძაფი ვერ დავინახე ვერსად და საერთოდ არ ხატია თუ მე ვერ ვამჩნევ ?
    და დიდი აფეთქების კომპიუტერული სიმულაციით თუ ისაზღვრება ძაფების არსებობა და მერე ამ ძაფებს პულობენ,მაგაზე მეტი მტკიცებულება რაღა გვინდა იმისა რომ დიდი აფეთქება მოხდა …

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.