გალაქტიკაზე ელვარე ვარსკვლავი?

 დედამიწიდან 45 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკას  – NGC 7250, საეჭვო არაფერი სჭირს: მასში არის ვარსკვლავთ წარმომქნელი რეგიონები, ხდება ზეახლების აფეთქებები, მთლიანობაში, მასში რამდენიმე მილიარდი მანათობელი ობიექტი დაიმზირება. ეს ვარსკვლავი კი, რატომღაც, გაცილებით ელვარედ გამოიყურება, ვიდრე NGC 7250.

 ვარსკვლავ TYC 3203−450−1(ხვლიკის თანავარსკვლავედი(ლაცერტიდები))-ზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ დედამიწასა და NGC 7250-ს შორის მდებარეობს. დედამიწელი დამკვირვებლის თვალში ასეთი შეუდარებელი ელვარებაც სწორედ ამით აიხსნება, ვარსკვლავი მილიონობითჯერ ახლოს არის, ვიდრე NGC 7250.

 ასტრონომები ასეთ ვარსკვლავებს ”წინა პლანის ვარსკვლავებს უწოდებენ”: ისინი იმ ობიექტთა გამოსახულებას ”აფუჭებენ”, რომლებზეც ტელესკოპებია დამიზნებული; გარდა ამისა, წინა პლანის ვარსკვლავები დედამიწასა და შორეულ ობიექტებამდე მანძილის დადგენას ართულებენ. შექმნილია სპეციალური პროგრამა, რომელიც ფოტოებისა და ფოტომეტრიის დამუშავებას ისეთნაირად ახდენს, რომ წინა პლანის ვარსკვლავების ნათებას მთლიანად აქრობს. ასეთი ვარსკვლავების უკან მდებარე ობიექტების გამოსახულების რეკონსტრუირება კი შეუძლებელია(”ჰაბლი” ხედავს პლუტონს, მაგრამ ვერ ხედავს ”აპოლონს” – რატომ?მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.