ბურთის ვარდნა მზის სისტემაში…

 სად დაეცემა ბურთი უფრო სწრაფად – დედამიწაზე, იუპიტერზე თუ ურანზე? ეს ანიმაცია გვიჩვენებს ერთი კილომეტრის სიმაღლიდან ბურთის ვარდნას მზის სისტემის ცნობილი ობიექტების ზედაპირზე, ატმოსფეროს წინააღმდეგობის გათვალისწინების გარეშე (ჩაქუჩი, ფრთის წინააღმდეგ მთვარეზე). გრავიტაციის ძალა, მიმზიდველი ობიექტის მასაზეა დამოკდიებული. ამასთან ერთად, ეს ძალა დამოკიდებულია ამ ობიექტის ცენტრამდე მანძილზეც, რაც უფრო ნაკლებია მანძილი, მით უფრო სწრაფად ჩამოვარდება ბურთი (შავი ხვრელი ყველასათვის გასაგებ ენაზე…). უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ბურთი ოდნავ უფრო ნელა ვარდება ურანზე, ვიდრე დედამიწაზე, არა და, ურანის მასა 14-ჯერ მეტია. ეს იმიტომ ხდება, რომ ურანის სიმკვრივე ჩვენი პლანეტისაზე გაცილებით ნაკლებია, ხოლო ღრუბლების ზედა ფენა ცენტრიდან ძალიან შორსაა. ბურთი აჩქარებით მოძრაობს, მასზე რომ ვყოფილიყავით, ამას ვერ შევამჩნევდით, რადგან თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაში ვიქნებოდით (ექვივალენტობის პრინციპი). ეს ვიდეო, დასაწყისში დასმულ კითხვაზე გვპასუხობს – სად დაეცემა ბურთი უფრო სწრაფად – დედამიწაზე, იუპიტერზე თუ ურანზე? (მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.