აღმოჩენილია უნიკალური კოსმოსური ობიექტი

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა პირველად აღმოაჩინა ზეახალი, რომლის წინამორბედმა ვარსკვლავმა გარე ფენები აფეთქებამდე დაკარგა. ამის მიზეზი მისი კომპანიონი შეიძლება იყოს, რომელმაც ხსენებული ფენების მატერია შთანთქა(Science News).

 ზეახალი iPTF 14gqr, რომელიც ჩვენიდან 930 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, პირველად 2014 წლის ოქტომბერში შეამჩნიეს, პალომარის ობსერვატორიის ავტომატური ფართოკუთხიანი სისტემით(Palomar Transient Factory). სხვა ზეახლებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ ანთების სინათლე 7 დღეში მიილია, როცა ასეთი ობიექტების ელვარება 17-20 დღე გრძელდება ხოლმე. ენერგიის უზარმაზარი ნაკადი მაშინ იფრქვევა, როცა ვარსკვლავის გარე ფენები კოლაფსირებულ(შეკუმშულ) ბირთვს ეჯახება და უკუ მიმართულებით, ვარსკვლავურ სივრცეში გაიტყორცნება.

 iPTF 14gqr-ის შემთხვევაში ძალიან ცოტა ენერგია გამოიფრქვა. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავი დაახლოებით 10-ჯერ მასიური იყო მზეზე, აფეთქებისას მზის მასის მხოლოდ მეხუთედი გამოიტყორცნა. ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ ანთებამდე ამ ვარსკვლავმა მასის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. მსგავსი რამ მაშინ ხდება, როცა ახლოს კომპაქტური ობიექტია, ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი, რომელზეც ჩვეულებრივი ვარსკვლავის მატერია გადაედინება(აკრეცია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.