ანომალური ზეახლის უკან გრავიტაციული ლინზა შეიძლება იდგეს

 ზეახლის აქამდე არნახულმა აფეთქებამ, სხვებზე ათჯერ და ასჯერ მეტი ელვარებით, ასტრონომები ჩიხში მოაქცია.

 მომხდარის ახალი ანალიზი ანომალიის შედარებით მარტივ ახსნას გვთავაზობს, ამასთან ერთად სამყაროს ისტორიის ზოგიერთი მონაცემის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა.

 Ia-ს ტიპის ზეახლები, რომლებიც თეთრი ჯუჯებისგან ჩნდებიან, გარკვეული კრიტიკული მასის დაგროვების მერე ინთებიან, ე.წ. ჩანდრასეკარის ზღვარს გადასვლის მერე მათში თერმობირთვული რეაქციები იწყება. ჩანდრასეკარის ზღვარი ფიზიკით არის განპირობებული, ამიტომ სამყაროს ყველა წერტილში ეს მონაცემი ერთნაირია. ამის გამო მათ, სამყაროს შორეულ წერტილებამდე მანძილების დასადგენად იყენებენ: თუ ხილულ ელვარებას, ასეთი აფეთქების დროს გამოყოფილი ენერგიის ჩვენთვის უკვე ცნობილ რიცხვს შევადარებთ, საჭირო წერტილამდე მანძილის დადგენას შევძლებთ.

 უკანასკნელ წლებში ეს „სტანდარტული სანთლები“ ასტრონომებს პრობლემებს უქმნიან. ერთი ასეთი ზეახალი 400-ჯერ ელვარე აღმოჩნდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. არა, მაგალითად, 40 პროცენტით, რაც თეთრი ჯუჯას სწრაფი ბრუნვით შეიძლებოდა ახსნილიყო, არამედ, კიდევ გავიმეოროთ, 400-ჯერ! ასეთ გადაჭარბებას კი წვრილმანებს ვერ დააბრალებ, ამიტომაც გაჩნდა კითხვა: რა აფეთქებაა ეს?

 გარდა ამისა, ანომალურ PS1-10afx-ს საკმაოდ წითელი ელფერი ჰქონდა, ანუ მისი საწყისი ტემპერატურა არც თუ ისეთი მაღალი იყო, რაც ანომალური სიკაშკაშის ახსნას კიდევ უფრო აძნელებდა. აფეთქების შემდგომი ნათებაც ძალიან სწრაფად განელდა, ანუ ობიექტს მძიმესაც ვერ უწოდებ…

 მეცნიერთა ჯგუფმა რობერტ ქუიმბის ხელმძღვანელობით ტოკიოს უნივერსიტეტიდან(იაპონია), ამ პრობლემის გადაჭრა თეთრი ჯუჯების ზეახლებად აფეთქებაზე არსებული წარმოდგენების რადიკალური გადახედვის გარეშე გადაწყვიტა. იქნებ ეს გრავიტაციული ლინზაა, რომელიც დამკვირვებელსა და აფეთქებას შორის ერთ ხაზზე აღმოჩნდა, რომელიც სინათლეს გადახრის და აძლიერებს?

grav linz meqanizmi

 ასტროფიზიკოსებმა ფოტოები გადაამოწმეს, რომლებზე ზეახლის ჩაქრობა იყო ასახული, თან ამ წერტილთან ახლოს მდებარე ობიექტებსაც ეძებდნენ. საბოლოოდ, აფეთქების წერტილთან ახლოს საკმაოდ კომპაქტური და მასიური გალაქტიკა აღმოაჩინეს, ზემძლავრი გრავიტაციული ლინზირება სწორედ მას შეეძლო გამოიწვია. ეჭვმიტანილის მოძებნა ერთია და დანაშაულში მხილება მეორე. იმის დასადგენად, მოახდინა თუ არა ამ გალაქტიკამ ლინზირება, უნდა გაირკვეს, იყო თუ არა ის წერტილში, რომლიდანაც აფეთქების სინათლის ათეულობითჯერ გაძლიერებას შეძლებდა.

 საბედნიეროდ, ნამუშევრის ავტორებმა აფეთქებისა და მის წინ მდებარე გალაქტიკის სინათლეების ერთმანეთისგან გამოყოფის მეთოდი გამოძებნეს და იმის დემონსტრირება მოახდინეს, რო ამ უკანასკნელის, ზეახლის გამოსხივებისგან განსხვავებული რიგი პარამეტრები, ანთების რეგიონიდან მოსულ სინათლეში იყო შერეული. ანუ, მძლავრი ლინზის როლში სწორედ აღმოჩენილი გალაქტიკა შეიძლებოდა გამოსულიყო.

 საქმე მარტო იმაში არაა, რომ ასეთი ძლიერი გრავილინზა პირველად იქნა აღმოჩენილი. მეცნიერები ამ ფაქტის უნიკალურობაზე საუბრობენ, განსაკუთრებულ დამთხვევაზე, რომლის დროსაც ძლიერი მალინზირებელი ობიექტი და ფიქსირებული ელვარების ზეახალი ერთმანეთთან ასე ახლოს აღმოჩნდნენ.

 ყველაფერი ეს, ავტორთა აზრით, სამყაროს გაფართოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი იდეის გადამოწმების საშუალებას ძლევა – რა სიჩქარით ფართოვდებოდა კოსმოსი 9 მილირდი წლის წინათ და რამდენად შეიცვალა ეს მონაცემი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.