ანთების წინაისტორია: მაგნიტური ქარიშხლები ვარსკვლავების წიაღში

 თანამედროვე სამყაროში ყველაზე მძლავრი აფეთქებების გამოწვევა ნეიტრონული ვარსკვლავების შიგნით  არსებულ კოლოსალურ მაგნიტურ ველებს შეუძლიათ(Max Planck Institute for Gravitational Physics / AEI). როცა ორი მეზობელი ნეიტრონული ვარსკვლავები ერთმანეთს ერწყმიან, ერთ კიდევ უფრო ზემკვრივ ვარსკვლავად ერთიანდებიან. მისი ხანმოკლე სიცოცხლე კატასტროფული კოლაფსითა და შავ ხვრელად გადაქცევით მთავრდება. ითვლება, რომ სწორედ ეს პროცესი წარმოქმნის მოკლე გამა-ანთებას, ყველაზე უფრო ელვარე მოვლენას, რომლის დამზერაც ჩვენ შეგვიძლია. ასეთი აფეთქება წამში იმდენივე ენერგიას ასხივებს, რამდენსაც მთელი ჩვენი გალაქტიკა ერთ წელიწადში.
 ასეთი კატასტროფების მკვებავ წყაროდ, წარმოუდგენელი ძალის მაგნიტურ ველებს ადრეც მიიჩნევდნენ და მტკიცებულებაც სწორედ ამ ვერსიამ მიიღო. გერმანელმა მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელირება ჩაატარეს პროცესისა, რომელმაც ზემკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავი გამა-ანთებასა და შავ ხვრელად გადაქცევამდე უნდა მიიყვანოს. მაგნიტური ველი, მონაწილე ამ წარმოდგენაში, ათას კვადრილიონჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე დედამიწის გლობალური მაგნიტური ველი. მაგრამ, საიდან ჩნდება იგი? ის ხომ შერწყმამდელ ნეიტრონულ ვარსკვლავებს წარმოქმნილთან შედარებით ძალიან მცირე სიმძლავრისა ჰქონდათ.
 გერმანელი ფიზიკოსების აზრით, მაგნიტური ველი ვარსკვლავის პლაზმური ფენების განსხვავებული სიჩქარეებით ბრუნვის გამო ჩნდება, რის გამოც ისინი ტურბულენტურ მოძრაობაში მოდიან. ეს მოვლენა, ცნობილი მაგნიტოროტაციული არამდგრადობის სახელით, საწყის ველს მრავალჯერადად აძლიერებს, ნეიტრონული ვარსკვლავების შიგნით. კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ მექანიზმი კოლოსალური ძალის მაგნიტური ველის გენერაციისთვის სრულიად საკმარისია.
 მეცნიერებმა მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავის მოდელირებით დადგინეს, რომ პლაზმის მაგნიტოროტაციული არამდგრადობამ უზარმაზარი გრავიტაციული ველის პირობებში, ვარსკვლავის შიგნით მაგნიტური ველი შეიძლება გააძლიეროს, ასე რომ ვარსკვლავის კოლაფსი, რომელიც ხვრელად გადაქცევით მთავრდება, უზარმაზარი რაოდენობის ენერგიის გამოტყორცნით მთავრდება, მოკლე გამა-ანთების სახით(ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმა შესაძლებელია მოკლე გამა-ანთებების ენერგიის წყარო იყოს; კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები; უცნაური ვარსკვლავები; ზეახალი ვარსკვლავები დიდ ატომებს არ ქმნიან; რა არის ელექტრომაგნიტური ველი?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.