“ჰაიაბუსა 2”-მა თავისი სამიზნის პირველი ფოტო გადაიღო

 ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტოს წარმატებული მისიისგან – ”როზეტა, დასაშვები მოდულით ”ფილი”, აღფრთოვანება ჯერ კიდევ არ განელებულა, რომ 2014 წლის 3 დეკემბერს, თანაგეშიმას კოსმოსური ცენტრის სასტარტო მოედნიდან Pad1, კიდევ ერთმა მსგავსმა მისიამ აიღო სტარტი. ამ მისიის მიზანი არა მარტო ასტეროიდზე დაშვებაა, არამედ მის ზედაპირზე დაბომბვისმაგვარი დარტყმის მიყენებაც.

 იაპონიის კოსმოსური კვლევების სააგენტოს(JAXA) განცხადებით, “ჰაიაბუსა 2”-ის გაშვება რაკეტამატარებლით H-IIA, ყოველგვარი მოულოდნელობებისა და ხარვეზების გარეშე განხორციელდა. 47 წუთისა და 21 წამის მერე აპარატი უკვე სტაბილურ, უსაფრთხო ორბიტზე იყო გასული. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ზონდი მზის გარშემო იმოძრავებს, შემდეგ კი მეტი აჩქარების მისაღებად დედამიწასთან გრავიტაციულ მანევრ განახორციელებს, რაც მას 2018 წელს ასეტროიდთან – 1999 JU3, მისასვლელად დაეხმარება.

 1999 JU3 – დედამიწის მახლობლად მოძრავი ტიპიური ასტეროიდი აპოლონის ჯგუფიდან. მიეკუთვნება ბნელი სპექტრული ასტეროიდების C კლასს, აქვს წაგრძელებული ორბიტა, რის გამოც მზის გარშემო მოძრაობისას არა მარტო დედამიწის, არამედ მარსის ორბიტასაც კვეთს. მისი დიამეტრია 920 მეტრი, ბრუნვის პერიოდი 7,63 საათი, ვარსკვლავური სიდიდით 19,173 m.

 ჰაიაბუსას სისტემის ეს მეორე წამომადგენელი იონური ძრავებით არის აღჭურვილი, რაც სხვადახვა ინსტრუმენტებით დახუძლულ აპარატს JU3-ის გარშემო მანევრირების საშაულებას მისცემს.

 ტრადიციული კამერებისა და სპექტროგრაფების გარდა, “ჰაიაბუსა 2” კიდევ უფრო გაუმჯობსებული ინსტრუმენტებით არის შეიარაღბული – ხელი-ზონდი სინჯების ასაღებად, რომელიც ნიმუშებს აიღებს და დედამიწაზე გამოსაგზავნ კაფსულაში მოათავსებს. ასტეროიდის გარშემო 18 თვიანი მოძრაობის მერე, სინჯები დედამიწისკენ გამოიგზავნება.

 გარდა ამისა, აპარატი ზედაპირზე მოხტუნავე დასაშვები მოდულებით – Minerva II, არის აღჭურვილი, ასევე გერმანელი და ფრანგი სპეციალისტების მიერ შექმნილი კიდევ ერთი დასაშვები მოდულით – MASCOT, ოთხი საკვლევი მოწყობილობით.

haiabusa 2 instrumentebi

 ყველაზე ეუფრო შთამბეჭდავი ექსპერიმენტი Small Carry-on Impactor (SCI) იქნება. კონუსის ფორმის ჭურვში SCI, ასაფეთქებელი ნივთიერებაა მოთავსებული. კონუსის ფართე ნაწილს 2 კილოგრამიანი სპილენძის მემბარანა ფარავს. საჭირო წერტილისკენ მიმართული SCI აფეთქდება, სპილენძის მემბრანას წვეთის მაგვარ ფორმას მისცემს, რომელიც ასტეროიდის ზედაპირს მაღალი სიჩქარით შეეხახება. სპილენძის ”მუშტის” დარტყმა, მიმართული ერთ-ერთი კრატერის ფსკერისკენ, მზისა და კოსმოსური რადიაციისგან მილიარდობით წლის განმავლობაში დაცულ მასალას ამოყრის.

 სინჯებით დატვირთული “ჰაიაბუსა 2” დედამიწის მიმართულებით 18 თვის მერე გამოემგზავრება, რომლის ზედაპირზეც, გეგმის მიხედვით, 2020 წელს უნდა დაეშვას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.