”ჰაბლმა” ურანიდან ამომავალი გიგანტური წარმონაქმნი დააფიქსირა

 მზის ქარების აფეთქებამ, ურანზე უზარმაზარი ნაპერწკლებიანი რეგიონის წარმოქმნა გამოიწვია (physics-astronomy.com), რასაც მეცნიერები ორბიტული კოსმოსური ტელესკოპის – “ჰაბლი”, მეშვეობით დააკვირდნენ: ელექტრონული განმუხტვები მზიური ქარების, პლანეტის იონოსფეროსა და მისი თანამგზავრის (კრიო)ვულკანური აქტივობის შედეგი შეიძლება იყოს – ამ დროს, დამუხტული ნაწილაკების დიდი ნაკადები წარმოიქმნება. სწორედ ამგვარი ნაკადები “გამოიჭირა” ურანის უძლიერესმა მაგნიტურმა ველმა თავისი ატმოსფეროს ზედა ფენებში, სადაც აზოტისა და ჟანგბადის ატომებთან ელექტრული დენის ურთიერთქმედებამ გასაოცარი მასშტაბების გაელვებები წარმოქმნა.

 მსგავსი მოვლენები ურანზე 2012 და 2014 წლებშიც შეიმჩნეოდა, როდესაც პარიზის ობსერვატორიის მეცნიერებმა “ჰაბლის” სპექტროგრაფი გამოიყენეს და უჩვეულო სიმძლავრის პოლარულ ნათებას დააკვირდნენ.

 ამ დაკვირვებების შედეგად, მეცნიერებმა პლანეტასთან ერთად მბრუნავი მოციმციმე რეგიონების ამოცანა ამოხსნეს და ურანის   მაგნიტური ველის პოლუსები ხელახლა “აღმოაჩინეს”, რომლებიც 1986 წელს საპლანეტათშორისო კოსმოსური ხომალდის – “ვოიაჯერ 2” (ანომალური ამინდი ურანზე) მიერ გადაღებიდან ცოტა ხანში, პლანეტის მშფოთვარე მაგნიტური ველის ქაოსში დიდი ხნით გაუჩინარდნენ (მეცნიერების განახლებული ინტერესი ურანისა და ნეპტუნის მიმართ).

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.