”ჰაბლი” ხედავს პლუტონს, მაგრამ ვერ ხედავს ”აპოლონს” – რატომ?

 ეს შეკითხვა მაშინ ჩნდება, როცა საუბარი თანამედროვე ასტრონომიულ შესაძლებლობებსა და მთვარეზე ადამიანების გადასხმას შეეხება ხოლმე. ”ჰაბლით” გადაღებული გალაქტიკების, ნისლეულების, მზის სისტემის კიდის შთამბეჭდავი ფოტოები ყველას აღაფრთოვანებს და შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მით უმეტს მთვარის ზედაპირზე, ყველა დეტალის დანახვასაც უპრობლემოდ შევძლებთ.

 დასაწყისისთვის, გავიხსენოთ, როგორია ”ჰაბლის” შესაძლებლობები პლუტონის დამზერის საქმეში.

plutini sist hablit
”ჰაბლით” დანახული პლუტონის სისტემა.

 პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ: ბევრი ვერაფერი, მაგრამ ამაზე უკეთესი არც არასოდეს გვქონია, სანამ ”ახალი ჰორიზონტებიდან” გადმოცემულ გამოსახულებას მივიღებდით(კოსმოსური ოდისეა 2015).

 არც ასტრონომობაა საჭირო და არც მათემატიკოსობა იმისათვის, რომ გავიგოთ, რატომ ვერ ხედავს ყოვლისმჭვრეტელი”ჰაბლი”, მთვარის ზედაპირზე დატოვებული აპოლოების მისიის აპარატებსა და მთვარემავლებს, ხოლო მზის სისტემის კიდეზე მდებარე პლუტონს – ხედავს.

 ობიექტების ხილული ზომების დასადგენად მათი ფაქტიური ზომებისა და ამ ობიექტებამდე მანძილების ცოდნაა საჭირო. შევადაროთ ზომები:

პლუტონი – 2375 კმ.

აპოლო – 9,6 მ. ან 0,0096 კმ.

 2375 გავყოთ 0,0096-ზე, მივიღებთ – 247396, ანუ ამდენჯერ დიდია პლუტონი აპოლოზე.

 ახლა კი მანძილები შევადაროთ:

 მზესა და პლუტონს შორის საშუალო მანძილია – 5 909 115 892,7 კმ.(იგივე 39,5 ა.ე.).

 დედამიწასა და მთვარეს შორის კი – 384 400 კმ.

 ისევ გაყოფა – 5 759 115 892,7 / 384 400 = 14997,6(პირველ რიცხვს გამოაკლდა მანძილი მზიდან დედამიწამდე), ანუ ამდენჯერ შორს არის პლუტონი ჩვენი პლანეტიდან და მისი ბუნებრივი თანამგზავრიდან.

 განსხვავება ზომებში, მანძილებს შორის განსხვავებას აჭარბებს: 247396 / 14997,6 = 16,4, დაახლოებით ამდენჯერ მეტია პლუტონის ხილული ზომა აპოლოსაზე. სწორედ ამდენჯერ დიდი ტელესკოპი უნდა გავუშვათ ორბიტაზე, რათა აპოლო რამდენიმე პიქსელის სახით დავინახოთ, მთვარესთან მიუახლოებლად.

plutoni hablit da apoloni
პლუტონისა და აპოლოს ხილული ზომების შედარება.

 ”ჰაბლისა” და LRO (40 კმ. მთვარის ზედაპირიდან)-ს მიერ გადაღებული მთვარის ფოტოების შედარებით, ტელესკოპის გარჩევადობის შესაძლებლობა და მთვარის მოდულის ხილული ზომები შეგვიძლია შევაფასოთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.