”იუნონას” მიერ დანახული დედამიწა-მთვარე

 ნასას კოსმოსურმა აპარატმა ”იუნონა” დედამიწასთან 2013 წლის 9 დეკემბერს გაიფრინა, რათა ასეთი გრავიტაციული მანევრით მეტი აჩქარება მიეღო. აპარატი 7,3 კმ.წმ-ში სიჩქარით მიფრინავს და მარსს 2016 წლის 4 ივლისს მიაღწევს. ”იუნონას” ერთ-ერთმა კამერამ, რომელიც მკრთალ ვარსკვლავებზე სათვალთვალოდ არის შექმნილი, სისტემა დედამიწა-მთვარე გადაიღო. ამით წარმოდგენა გვექმნება, თუმცა დაბალ ხარისხში, როგორ გამოიყურება ჩვენი პატარა სამყარო შორიდან.

კამერები, რომლებმაც წარმოდგენილი ვიდერგოლისთვის ფოტოები გადაიღეს, მზის სამი ბატარეიდან ერთ-ერთის კუთხესთან არის მიმაგრებული. ისინი მოწყობილობა MAG (Magnetic Field Investigation/მაგნიტური ველის შესწავლა)-ის ნაწილს წარმოადგენენ და ჩვეულებრივ, მაგნიტური გადამწოდების ორიენტაციის განსაზღვრისათვის გამოიყენებიან. ეს კამერები მზის ბატარეების განათებული მხარეების საწინააღმდეგოდ არიან მიმართულნი, ამიტომ მოახლოებასთან ერთად, ოთხივე კამერა დედამიწას უყურებდა. დედამიწა და მთვარე კამერის თვალთახედვაში მაშინ მოხვდნენ, როცა ”იუნონამდე” მაძნძილი 966 000 კილომეტრს შეადგენა – დაახლოებით სამჯერ მეტს, ვიდრე მთვარემდე მანძილია.

 დედამიწასთან მიახლოებისას ყველაფერი დროის ზუსტ გათვლაზე არის დამოკიდებული. ის, ორჯერ სწრაფად მიფრინავდა, ვიდრე ჩვეულებრივი თანამგზავრი, თავისი ღერძის გარშემო წუთში ორი ბრუნით. ამ ვიდეოს გასაკეთებლად, მაყურებელს რეტი რომ არ დასხმოდა, მხოლოდ მაშინ გადაღებული ფოტოებია ამოღებული, როცა კადრში ჩვენი პლანეტა ექცეოდა.

 მოახლოებისას, ასევე, ”იუნონას” მიკროტალღურმა რადიომეტრმა, რომელიც იუპიტერის რადიოტალღებისა და მაგნიტოსფეროში პლაზმური ტალღების შესასწავლად არის გამიზნული, დედამიწის ყველა კონტინენტიდან(ანტარქტიდიდანაც) გაგზავნილი რადიო სიგნალები დაიჭირა, რითაც ამ მოწყობილობის ფინქციონირებაც შემოწმდა(იუპიტერის მზვერავები; სატურნის ჩრდილში; ცისფერი, ოღონდ არა დედამიწა…; სიცოცხლის ყველა ფერი; ვოიაჯერმა მზის გაჩერებული ქარი აღმოაჩინა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *