“ჯეიმს უებს” კერძო კოსმონავტიკა გადაარჩენს

 ნასას 2012 წლის ბიუჯეტს შეამცირბენ, თუმცა ტელეკოპ ”ჯეიმს უები”-ს პროექტი არ დიხურება. ამის შესახებ შეტყობინება ა.შ.შ-ს წარმომადგენელთა პალატის საიტზე გამოქვეყნდა(pdf). ახალი ბიუჯეტის დამტკიცება ქვედა პალატაში 2011 წლის 16 ნოემბერს მოხდება.

 გეგმის მიხედვით, ნასა შემდეგ ფინანსურ წელს სულ 17,8 მილიარდ დოლარს მიიღებს. ეს 924 მილიონით ნაკლებია გადაკეთებულ და 684-ით ნაკლები შარშანდელი წლის ბიუჯეტთან შედარებით(ახალი ფინანსური წელი აშ.შ-ში  1 ოქტომბერს დაიწყო). შატლების ექსპლუატაციიდან მოხსნამ ოპერაციული დანახარჯები შეამცირა, ზოგიერთი მონაცემით, 1 მილირდი დოლარით.

 ამ ფულიდან 3,8 მილიარდი კოსმოსური სივრცის კვლევაზე წავა, ასევე ახალი კოსმოსური ხომალდის შექმნაზე. კიდევ 4,2 მილიარდი ოპერაციული დანახარჯებისთვისაა გათვალისწინებული, დანარჩენი კი შემეცნებითი პროგრამებისთვის. მეცნიერებაზე ამერიკელები წელს, შარშანდელთან განსხვავებით, 155 მილიონი დოლარით მეტს დახარჯავენ.

ტელესკოპის საბოლოო სახე, დამცავი ფარით ქვემოდან(NASA).

 დოკუმენტში ცალკეა აღნიშნული, რომ პარლამენტი ”ჯეიმს უები”-ს დაფინანსებას დათნხმდა, ოღონდ სხვა პროგრამების შეკვეცის ხარჯზე. წელს ტელეკოპის მშენებლობისთვის 530 მილიონი იქნება გამოყოფილი, ხოლო აპარატის საბოლოო ღირებულებამ 8 მილიარდ დოლარს არ უნდა გადააჭარბოს.

 იგეგმება კომერციული კოსმონავტიკის პროგრამების შკვეცა. თავიდან ამ პროექტებზე ნავარაუდევი იყო 850 მილიონის გამოყოფა, ახლა კი ეს რიცხვი 406 მილიონამდე შემცირდა. დღეისათვის ამ მიმართულებით მუშაობენ კომპანიები Boeing, SpaceX, Sierra Nevada Corp. и Blue Origin.

 ჯეიმს უები შემდეგი თაობის ტელესკოპია, ორბიტალური ტელესკოპი „ჰაბლის“ შემცვლელი. ის იქნება ყველაზე ძლიერი, აქამდე ორბიტაზე გატანილ ტელესკოპთა შორის, გადაიღებს სამყაროს პირველი გალაქტიკების ფოტოებს, გამოიკვლევს ეკზოპლანეტებს. ეს არის ნასას, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და კანადის სააგენტოს ერთობლივი პროექტი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.