ხვრელი მარსში

 როგორგ გაჩნდა ეს უცნაური ხვრელი მარსზე? ის, 2011 წელს გადაღებული ფარშევანგის მთის კალთების ფოტოებზე შემთხვევით აღმოაჩინეს. ფოტოსურათები გადაღებულია მარსის ორბიტულ მზვერავზე (MRO; მარსის ორბიტალური მზვერავები) დაყენებული კამერით HiRISE. MRO ახლაც მარსის ორბიტაზეა. მარჯვენა მხრიდან მზით განათებული ხვრელი, მიწისქვეშა გამოქვაბულში შესასვლეს ჰგავს. გამოსახულების შემდგომი ანალიზით დადგინდა, რომ მისი დიამეტრი 35 მეტრს უტოლდება, ხოლო შიგა ჩრდილის კუთხე იმაზე მეტყველებს, რომ გამოქვაბულის სიღრმე 20 მეტრი უნდა იყოს. რატომ არის ამ ხვრელის გარშემო მრგვალი კრატერი, ჯერჯერობით უცნობია, ასევე, გამოქვაბულის მთლიანი ზომაც. სავარაუდოდ, ეს ღრმული ვულკანური ლავის დინებით წარმოქმნილი “მილის” ჩაშლის ადგილზე გაჩნდა. მარსის ზედაპირზე არსებული მსგავსი ხვრელები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან მათი შიგა გარემო მარსული ვაკეების მკაცრი პირობებისგან არის დაცული. ასეთ გამოქვაბულებში მარსული სიცოცხლის აღმოჩენის ალბათობა უფრო მაღალია. ასეთი ხვრელები მომავალი კვლევითი მისიების მთავარ სამიზნედ იქცევა, შესაძლებელია, პილოტორებული მისიების სამიზნედაც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.