წლის აფეთქება

წლის აფეთქება

 ევროპელმა და ჩრდილოეთ ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა, წითელი ზეგიგანტის ევოლუციაზე თვალყურის მიდევნება, II ტიპის ზეახლად მისი აფეთქებიდან სულ რაღაც 3 საათის შემდეგ მოახერხეს. ეს ანთება, ირმის ანხტომის მეზობელ გალაქტიკაში – NGC 7610, სამი წლის წინათ დაფიქსირდა(Nature Physics).

 დღევანდელი დღისთვის, მასიური ვარსკვლავების დაშლისწინანდელი პროცესებისა და მათი შემდგომი ბედის შესახებ საკმაო რაოდენობის ინფორმაცია აქვთ დაგროვებული. მზეზე რამდენიმეჯერ მასიური და ათსეულობით ათასჯერ ცხელი მნათობები, წითელ ზეგიგანტებად იქცეიან და თავიანთი მასის 10 პროცენტს კარგავენ. ზეახლად აფეთქება, უკიდურესად ელვარე ობიექტებად აქცევ მათ, ისეთად, რომ მათი დამზერა შორეულ გალაქტიკებშიც კი არის შესაძლებელი.

 ამასთან ერთად, სტატისტიკური იშვიათობის გამო, აფეთქების პირდაპირი დამზერა ასტრონომთათვის მიუწვდომელი რჩებოდა. ირმის ნახტომში ასეთი მოვლენა წელიწადში ერთხელ თუ ხდება.

 გალაქტიკა NGC 7610-ში მდებარე ვარსკვლავის სპექტრულ მახასიათებლებზე დაკვირვებით მიღებული მონაცემები მის არასტაბილურობაზე მიუთითებდა(მასის სწრაფი კარგვა), რაც ზეახლად მისი აფეთქებით შეიძლებოდა დასრულებულიყო.

 სპირალური გალაქტიკა NGC 7610, დედამიწიდან 50,95 მეგაპარსეკის მანძილზე(160 მლნ.ს.წ.), პეგასის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. მასში აფეთქებული ობიექტი iPTF 13dqy(იგივე SN 2013fs) ჩვეულებრივი II ტიპის ზეახალია(ზეახალის ტიპი, მისი აფეთქების სპექტრში წყალბადის ხაზის არსებობა არ არსებობით განისაზღვრება. თუ ის არის, მაშინ საქმე გვაქვს II ტიპის , თუ არა მაშინ I ტიპის ზეახალთან – ამ დროს ფეთქდება თეთრი ჯუჯა, რომელშიც თერმობირთვული შეერთებებით მძიმე ელემენტები გაჩნდა, წყალბადი კი თითქმის აღარ არის). პირველად, რეალურ დროში მისი დამზერა(როცა სინათლემ ჩვენამდე მოაღწია) 2013 წლის 6 ოქტომბერს მოხდა, ავტომატიზირებული სისტემით iPTF(Intermediate Palomar Transient Factory), განმეორებით – 50 წუთის მერე. მესამედ, SN 2013fs-ის დამზერა 24 საათის მერე მოხდა, მოწყობილობით WiFeS(ფართოკუთხიანი სპექტროგრაფი), რომელიც ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის ტელესკოპზეა დაყენებული. ამის მერე, ობიექტზე დაკვირვება ელექტრომაგნიტური გამოსხივების ყველა სიხშირეზე დაიწყო და მეცნიერებმა მიიღეს მონაცემები, რომლებიც წითელი ზეგიგანტის ევოლუციისა და მისი შემდგომი განდგურების შესახებ არსებულ მოდელს კარგად ეწყობოდა.

 წითელი ზეგიგანტის ბირთვის დაშლა, ზებგერითი დარტყმითი ტალღის ინიცირებას იწვევს. მიაღწევს რა ვარსკვლავის ზედაპირს, ობიექტი ელვარედ იწყებს კაშკაშს ხილულ დიაპაზონში – ხდება ის, რასაც ზეახლის ანთებას უწოდებენ. ამასთან ერთად, ვარსკვლავის გარდაქმნის პროცესს ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივებაც ემატება. ანთების ხანგრძლოვობა და სიმძლავრე, წინამორბედი ვარსკვლავის გარსის სტრუქტურასა და მასის კარგვის სიჩქარეზეა დამოკიდებული.

 ულტრაიისფერი გამოსხივება, შემონფარგლავი გაზის ღრუბელის ატომთა ფოტოიონიზაციას იწვევს. მიაღწევს რა გაზი საკმაო სიმკვრივეს, ხდება სწრაფი რეკომბინაცია(იონიზაციის უკუპროცესი – იონების მიერ ელექტრონების ჩაჭერა) და ატომები დამახასიათებელ ემისიურ ხაზებს აჩენენ. ამ პროცესის ხანგრძლივობის მიხედვით, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ საზღვარი, რომლამდეც აფეთქებით გატყორცნილი მატერია გაიფანტა – დაახლოებით 20 სინათლის წელი.

 წითელი ზეგიგანტის ატმოსფეროში მიმავალი ანეთებამდელი პროცესების საკმაო სიზუსტით აღწერა ვერ ხერხდება. ყველაფერს ვარსკვლავის მიერ მატერიის კარგვის ტემპი განსაზღვრავს, მნათობიდან მატერიის ამოტყორცნის სიჩქარე. თუ ეს მაჩვენებელი 50 კმ/წმ-ს უტოლდება, მასის დაკარგვა ვარსკვლავს დაახლოებით 10 წლის წინათ დაუწყია. თუ ათჯერ ნაკლებია – 5კმ/წმ, მნათობის გაბერვა ასეულობით წელი გაგრძელებულა. გარდა ამისა, თუ მაგალითად წითელ ზეგიგანტ ბეტელგეიზეს ავიღებთ, რომელიც ზეახლად ასაფეთქებლად ემზადება, გარდაქმნის პროცესში მყოფი მნათობის გარსი სტაციონარულ მდგომარეობაში შეიძლებ აიყოს. მიზანი, რომლისკენაც მეცნიერები მიისწრაფიან, არის ვარსკვლავის გარდაქმნის მომენტის დამზერა, რაშიც მათ ეს დაკვირვებაც დაეხმარება.

 აფეთქებიდან რამდენიმე საათის მერე ზეახალზე დაკვირვება პირველად 2008 წელს განხორციელდა, როცა გალაქტიკაში – NGC 2770, მეორე ტიპის ზეახალი აფეთქედა – SNLS-04D2dc. რაც შეეხება პირველ ტიპს, ამ შემთხვევაში კატაკლიზმს(გრავიტაციული კოლაფსი) ორმაგ სისტემაში გაერთიანებული თეთრი ჯუჯა განიცდის, რომელიც მეზობელი ჩვეულებრივი ვარსკვლავიდან გაზს გადმოქაჩავს და გარკვეულ ზღვრამდე მძიმდება(ჩანდრასეკარის ზღვარი). ასეთი აფეთქების დამზერა 2009 წელს მოხერხდა, ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში – V1213 Cen(თეთრი ჯუჯას გარდაქმნა ახალ ვარსკვლავად ”რეალურ დროში”).

 მასიურ ვარსკვლავებში, მსუბუქი ელემენტების მძიმე ელემენტებად გარდაქმნა მიმდინარეობს(როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?). არსებობის უკანასკნელ წლებში(ერთიდან, ათ მილიონამდე წელი) ეს ვარსკვლავები, წყალბადისა და ჰელიუმის თერმობირთვული სინთეზით წარმოქმნილი მძიმე ელემენტების წვას იწყებენ(მეტ ენერგიაზე), რკინის ბირთვის ფორმირებამდე და მის დაშლამდე. მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომთათვის აფეთქების გამომწვევი ძირითადი მექანიზმები ცნობილია, დეტალური კომპონენტები მაინც გაურკვეველი რჩება.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *