“ცნობისმოყვარეობა 2.0” Curiosity 2.0

“ცნობისმოყვარეობა 2.0”

  მისია Mars 2020-სა და უკვე მომუშავე მარსის შემსწავლელ ლაბორატორიას(MSL), რომელიც მარსამავლის – ”ცნობისმოყვარეობა”(Curiosity), საშუალებით ხორციელდება, ბევრი საერთო აქვს. ახალ მარსმავალს, რომელსაც პირობითად Curiosity 2.0 შეიძლება ვუწოდოთ, წინამორბედისგან განსხვავებით, ბევრი ახალი ინსტრუმენტი ექნება, რომლებითაც ის წითელი პლანეტის ჰიპოთეტური სიცოცხლის კვალის ძებნით დაკავდება და მომავალი პილოტირებული ექსპედიციებისთვის საჭირო მონაცემებს შეაგროვებს. გეგმის მიხედვით, სტარტი 2020 წელს უნდა განხორციელდეს, მარსზე დაშვება კი 2021 წელს.curyositi

 გაუმჯობესებული მარსმავალი, გაუმჯობესებული დასაჯდომი სისტემით(SkyCrane-ციური ამწე) იქნება აღჭურვილი, უსაფრთხოების მაღალი დონით, რასაც მასზე განთავსებული სპეციალური კამერები უზრუნველყოფს.

 Curiosity 2.0, ახალი საბურღი მოწყობილობით მთის ქანების სინჯებს აიღებს და ჰერმეტულ კონტეინერებში იქამდე შეინახავს, სანამ მარსზე სხვა აპარატი დაეშვება და ამ სინჯებს დედამიწაზე გამოაგზავნის.

 მარსმავლის რობოტიზირებული ”ხელი”, დამატებითი ორი ინსტრუმენტებით აღიჭურვება, რომლებიც სიცოცხლის კვლების ძებნისთვის შეიქმნა. აპარატის ანძაზე, დამატებითი გადამწოდები დაყენდება, მეტეოროლოგიური პირობებისა და ატმოსფეროს დამტვრიანების შესაფასებლად. ქანებს შიგნით შეღწევის უნარის მქონე რადარი, მცირე სიღრმეზე დამალულ გეოლოგიურ თავისებურებებს აღმოაჩენს.

 ახალი კამერების გარდა, იქნება მიკროფონიც, ატმოსფეროში შესვლის, დაშვებისა და ზედაპირზე მოძრაობის ხმების ჩასაწერად. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს განხორციელებული მისიის აპარატის – Phoenix(”სფინქსი”), მიკროფონი არ იქნა ჩართული, ელექტრული გაუმართაობის გაჩენის მაღალი ალბათობის გამო. ”ისტორიაში პირველად, მარსის ხმებს მოვისმენთ. მას სხვა დანიშნულებაც ექნება, მარსმავლის მოძრავი კვანძების ფუნქციონირების შემოწმების თვალსაზრისით” – ამბობს მეთ უოლასი(რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია, NASA).

 ინსტრუმენტი MOXIE, მარსის ატმოსფეროდან ჟანგბადს ამოიღებს, რომელიც სუნთქვისთვის და საწვავად იქნება გამოყენებული. დედამიწის ატმოსფეროს შემადგენლის 21 პროცენტი ჟანგბადზე მოდის, მარსზე კი მისი კონცენტრაცია სულ რაღაც 0,15 პროცენტია, რაც პილოტირებული ექსპედიციის მოთხოვნილებებს ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს. სამაგიეროდ, ძალიან დიდია ნახშირორჟანგის შემცველობა(96%), რომელსაც ეს ინსტრუმენტი, ელექტრიქიმიური რეაქციის საშუალებით, ნახშირჟანგად(CO) და მოლეკულურ ჟანგბადად დაშლის. ჟანგბადის სისუფთავის შეფასების მერე, ორივე გაზი ისევ ატმოსფეროში იქნება გაშვებული.oportuniti

 ეს არის მისიის ნაწილი, რომელიც ადგილობრივი რესურსების გამოყენების ტექნოლოგიის(In-Situ Resource Utilization, ISRU) დემონსტრაცია. მის ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მალე გამოჩნდება ადამიანის ჩექმის პირველი ანაბეჭდი მარსზე.

 მიუხედავად იმისა, რომ წითელ პლანეტაზე ორი მარსმავალი მუშაობს და მათ ევროპული ”ეგზომარსიც” დაემატება(2018 წ.), ადამიანებისთვის, მარსისკენ მიმავალი გზის მკვლევი ნამდვილად Curiosity 2.0 იქნება.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *