ცერესის ლაქები და აფხაზური ქალღმერთი

  ცერესის იდუმალებით მოცული ლაქების თავზე, კიდევ უფრო იდუმალი ღრუბლის ქულები გაჩნდა. ამ ჯუჯა პლანეტის გარშემო მოძრავი ზონდის – ”განთიადი”(Dawn), საშუალებით ეს ღრუბელი ადრეც დაფიქსირდა, თუმცა დღე-ღამის ერთი და იგივე დროს, რაც ფრაგმენტული ატმოსფეროს ასრებობაზე მიუთითებს, კრატერის თავზე, რომელშიც ეს ნათელი ლაქები მდებარეობს(Nature).

 ყველაზე უფრო პოპულარული ვერსიის მიხედვით, ამ ლაქების სიკაშკაშე მარილებისა და გაყინული წყლის, სინათლის არეკვლის მაღალი უნარიანობით არის განპირობებული. სხვა ვერსიით, ეს არის წყლის ორთქლი ან კრიოვულკანები. ლაქები სახელად SPOT 5, კრატერი Occator-ის ნახევარს იკავებს და მის ფარგლებს შიგნითაა მოქცეული.

 შემჩნეული ორთქლის სპექტრული ანალიზი, Dawn-ის ბორტზე არსებული ინფრაწითელი დიპაზონის სპექტრომეტრით მოხდება, რისი შესაძლებლობაც აპარატს აქამდე არ ჰქონდა.

ceresi piramida 1
პირამიდის ფორმის მთა ცერესზე(Dawn/NASA).

 გარდა ამისა, Dawn-მა აღმოაჩინა, რომ ცერესი მოსალოდნელზე 4 პროცენით მცირე ზომისაა. გადმოცემული მონაცემები და ფოტოსურათბი არა მარტო ამ ობიექტის ბუნებასა და ისტორიას მოჰფენს ნათელს, არამედ მზის სისტემის წარსულსაც(ცერესთან ახლოს).

ceresis laqebiani krateri
ვერტიკალური კედლების სიმაღლე ზოგან 2 კმ-ს აღწევს(გარჩევადობა 140 მეტრი პიქსელზე).

jaja

 აფხაზური ქალღმერთის(ნაყოფიერების) სახელის მქონე კრატერი – ჯაჯა, ჯუჯა პლანეტის ჩრდილოეთ ნახევაფსფეროში მდებარეობს და 21 კილომეტრის ზომისაა. ეს ფოტო, კოსმოსურმა აპარატმა – ”განთიადი”(Dawn), 25 იანვარს, 385 კილომეტრის მანძილიდან გადაიღო, ხარისხით 35 მეტრი პიქსელზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.