ცა პლატო ჩახნანტორის თავზე

  ღამის ცა 5 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარე პლატო ჩახნანტორიდან, რომელიც ჩილეს ანდებშია.

 გაიშვითებული ატმოსფეროს წნევა, ნორმალურის 50%-ს შედაგენს, ამავე დროს, აქაური ჰაერი ძალიან მშრალია. იდეალური ადგილი ატაკამას დიდი მილიმეტრული/სუბმილიმეტრული მასივისთვის(Atacama Large Millimeter/submillimeter Array, ALMA), რომელიც ხილულ სინათლეზე 1000-ჯერ მეტი სიგრძის ტალღებით, სამყაროს კვლევისთვის არის კონსტრუირებული. პანორამის ცენტრში განლაგებულია ALMA-ს 7 და 12 მეტრიანი ანტენების მასივი, განათებული ირმის ნახტომის თაღის მიმართულებით მდებარე მთვარის შუქით. ALMA-ს ანტენების კონფიგურაცია, ინტერფერომეტრის რეჟიმში, კოსმოსური ობიექტების ზუსტი გამოსახულებების მიღების საშუალებას იძლევა. ფოტოზე ასევე შეგვიძლია დავინახოთ მეტეორიტის ელვარე კვალი(ბოლიდი) და ჩვენი გალაქტიკის თანამგზავრები – მაგელანის დიდი და პატარა ნისლეულები(მარცხენა ქვედა ნაწილში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *