„ჩანდრამ“ ყველაზე მასიური გალაქტიკური გროვა აწონა

 წარმოდგნილი გამოსახულება, შედგენილი რენტგენის, ინფრაწითელ და ხილულ დიაპაზონებში გადაღებული ფოტოებით, გალაქტიკათა ერთ-ერთი ყველაზე მასიური გროვას დემონსტრირებას ახდენს, რომელიც ასტრონომებმა დედამიწიდან ძალიან შორს აღმოაჩინეს. ამ გროვას, ოფიციალური სახელით XDCP J0044.0-2033, გარკვეული მიზეზების გამო „Gioiello“ შეარქვეს, რაც იტალიურად „ძვირფას ქვას“ ნიშნავს. გროვა Gioiello ორბიტალური ობსერვატორია „XMM -ნიუტონის“ საშუალებით აღმოაჩინეს, შემდეგ, უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, საქმეში „ჩანდრა“ ჩაერთო.

xmm niuton“XMM-ნიუტონი”(ESA).

 XDCP J0044.0-2033-ის ზომა 6,2 მილიონი სინათლის წელია, იქამდე მანძლი კი 9,6 მილირდი სინათლის წელი, ხოლო ასაკი, იმ დროის გაუთვალისწინებლად, რომელიც სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად სჭიდება – 800 მილიონი წელი. მასში ინტენსიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები მიმდინარეობს, ახალგაზრდა ელვარე ვარსკვლავები რენტგენის გამოსხივების მძლავრ ნაკადებს წარმოქმნიან.

“ჩანდრა”(NASA).chandra

 Gioiello-ზე შეუჩერებელი დაკვირვება 4 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიღებული მონაცემების, არსებული მათემატიკური მოდელებით დამუშავების მერე დადგინდა, რომ XDCP J0044.0-2033-ს მასა, რომელიც დიდი აფეთქებიდან 3,3 მილიარდი წლის მერე წარმოიქმნა, დაახლოებით 400 ტრილიონი მზის მასის ტოლფასია.

 გროვაში ზეცხელი გაზების საკმაოდ დიდი არეები გამოვლინდნენ, რომლებიც ასეთ ადრეულ გროვებში არ დაიმზირებიან. მეცნიერთა აზრით, ეს ყველაფერი პატარა გროვებთან შეჯახების გამო უნდა ხდებოდეს, რომლებიც Gioiello-ს მოცულობაში გაითქვიფნენ და ძნელად შესამჩნევი კვლები დატოვეს.

 გაუგებარია ისიც, როგორ მოახერხა ასეთმა ახალგაზრდა კოსმოსურმა წარმონაქმნმა უზარმაზარი ზომების მიღება, რაც არსებულ კოსმოლოგიურ მოდელში ვერ ჯდება.

 „ჩვენს მიერ ჩატარებული დაკვირვებები და გამოთვლები იმაზე მიუთითებენ, რომ სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი გადხედვას საჭიროებს. ყველა წვრილმანში გასარკვევად დამატებითი და უფრო ღრმა დაკვირვებები სხვა მასიურ გროვებზეც უნდა ჩატარდეს, რაც იმის თქმის საშუალებას მოგცემს, მართლაც არსებობს თუ არა პრობლემა“ – ამბობს ასტრონომი ჯეიმს ჯი, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან(მოკლედ კოსმოლოგიური მოდელის შესახებ; კიდევკოსმოლოგიაზეგალაქტიკური გროვები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.