შიშველი ზემასიური შავი ხვრელი

 ასტროფიზიკოსები, თითქმის „შიშველი“ ზემასიური შავი ხვრელის აღმოჩენის შესახებ იუწყებიან(arxiv.org).

 გალაქტიკების გარეთ მდებარე ზემასიურ შავ ხვრელებზე სისტემატიური ნადირობის დროს, მეცნიერებმა რადიოგამოსხივების კომპაქტური წყარო აღმოჩინეს – B3 1715+425. გალაქტიკური გროვას – ZwCl 8193, ცენტრიდან 8,5 კილოპარსეკის(28 სინათლის წელი) მანძილზე, წითელი წანაცვლებით z = 0,1754(2,4 მილიარდი სინათლის წელი).

 წყარო, მაღალ ტემპერატურამდეა გაცხელებული და ხსენებული გროვის მიმართ მისი რადიალური სიჩქარე 1860 კილომეტრს უტოლდება წამში. მის გარშემო რაიმე მნიშვნელოვანი რაოდენობის ვარსკვლავთშორისი მატერია ვერ იქნა აღმოჩენილი.

 ასტროფიზიკოსთა აზრით, ეს, ზემასიური შავი ხვრელის გარემოცვაზე გალაქტიკური გროვის მოქცევითი ძალებით დაშლას უნდა უკავშირდებოდეს. ამის გამო, ზემასიური გრავიტაციული ობიექტის გარემო სივრცე, ვარსკვლავური მატერიისგან თითქმის სულ განთავისუფლდა, რამაც „შიშველი“ შავი ხვრელის ფორმირება გამოიწვია.

 ზემასიური შავი ხვრელები, ათასი(ყველაზე პატარა ზემასიური შავი ხვრელი) და მეტი მზის მასის ობიექტებია(ზემასიური შავი ხვრელების წარმოშობა). როგორც წესი, დიდი ზომის აქტიურ გალაქტიკათა უმრავლესობის ცენტრში, ასეთი ხვრელი მდებარეობს და მათ ევოლუციაზე ზემოქმედებს(შორეული გალაქტიკის უძლიერესი გამოსხივება). ერთმანეთის მიმართულებით მოძრავი ირმის ნახტომისა(რატომ არ დაიმზირებოდა ”ფეიერვერკი” ჩვენი გალაქტიკის ცენტრში?) და ანდრომედას ცენტრებში არსებული ზემასიური შავი ხვრელები(ანდრომედას ზემასიური შავი ხვრელი), დაახლოებით 4 მილიარდი წლის მერე, ერთ კიდევ უფრო ზემასიურ შავ ხვრელში გაერთიანდება(ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა); ხუთგანზომილებიანი შავი ხვრელების არასტაბილურობის მტკიცებულება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.