შვი ხვრელი – ჰოლოგრამული ასლები

შვი ხვრელი – ჰოლოგრამული ასლები

  ოჰაიოს უნივერსიტეტელი ფიზიკის პროფესორი სამირ მასური ამტკიცებს, რომ ყველაფერი რაც შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს გასცდება, არა მთლიანად იშლება, არამედ იდეალურ ასლად იქცევა და არსებობას აგრძელებს. ასეთმა გარდაქმნამ ეკზოტიკურ მოვლენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს, მაგალითად, ჩვენი სამყარო ისე შეიძლება ”გადაყლაპოს” შავმა ხვრელმა, რომ ვერც კი შევამჩნიოთ(შავი ხვრელების საიდუმლო).

 ახალი თეორია, სტენფორდელი ფიზკოსის, ლეონარდ სასქინდის მიერ წამოყენებული ურთიერთდამოკიდებულების პრინციპიდან გამომდინარეობს. ამ თეორიის მიხედვით, ნებისმირი ჰოლოგრამა, რომელსაც შავი ხვრელი, ობიექტის შთანთქმისას ქმნის, ორიგინალის იდეალური ასლი უნდა იყოს.

 თუმცა, ცხარე დებატების მერე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ურთიერთდამოკიდებულების პრინციპის იდეალურად დაცვა შეუძლებელია, ფორმირებული ასლები არასრულყოფილი და ორიგინალისგან განსხვავებული იქნება.

 სთივენ ჰოქინგმა სრულიად მართებულად აღნიშნა, რომ ჩვენი სამყარო დაბადებიდანვე არასრულყოფილი იყო. სწორედ მატერიის განაწილების საწყისი არაერთგვაროვნების გამო გაჩნდა მატერიის გროვები, რომელთა გრავიტაციული ურთიერთ მიზიდულობით წარმოიქმნა ვარსკვლავები, პლანეტები, გალაქტიკები და ა.შ.

 არასრულყოფილი სამყაროს მსგავსად, შავი ხვრელებიც არასრულყოფილი კოსმოსური ობიექტებია. ”ყველა ხვრელს მისთვის დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია, რაც უნიკალურად აქცევს ყოველ მათგანს. ასეთი განმარტება ე.წ. ”ინფორმაციულ პარადოქსს” ეფუძნება,  რომელიც დიდი თეორიული ბატალიების შედეგად იქნა მიღებული, რომელშიც სთვივენ ჰოქინგიც მონაწილეობდა. ჰოქინგმა აღიარა, რომ მატერია, რომელიც შავ ხვრელში ხვდება, არ იშლება, არამედ მისი ნაწილი ხდება და შავ ხვრელს თავის უნიკალურ ნიშნებს გადასცემს. ყოველი შავი ხვრელი, თავისი არსებობის მანძილზე შთანთქმული მატერიის მიერ შექმნილი უნიკალური პროდუქტია” – ამბობს მასური(ჰოკინგი ხვრელების ბუნებამ დააეჭვა; შავი ხვრელი: მეხსიერების მოწყობილობა).

 აღსანიშნავია, რომ სიმების თეორიის ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით, ჩვენი სამგანზომილებიანი სამყარო, რომელშიც ვართ და ვარსებობთ, მრავალგანზომილებიან ზედაპირზე პროექცირებული ჰოლოგრამული გამოსახულებაა. ”თუ შავი ხვრელის ზედაპირი ჰოლოგრამული ასლების შემქმნელი მანქანაა, მაშინ იმის მტკიცება, რომ სამყარო ერთი დიდი ჰოლოგრამაა, საფუძველშივე მცდარია. ეს წინააღმდეგობა, ურთულეს საკითხთა მთელ რიგს აჩენს, რომელთა გადაწყვეტა, ალბათ, კიდევ უფრო ცხარე დებატებში გადაწყდება. ახლა, მეცნიერბს ისღა დარჩენიათ, მიიღონ ან უარყონ ეს თეროია” – დასძენს პროფესორი მასური(სამყარო ჰოლოგრამაა?! კიდევ ჰოლოგრამაზე…).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *