შეშინებული ასტრონავტი

 საერთაშორისო სადგურთან ახლახანს ჩატარებული პირდაპირი ტელეხიდის მიმდინარეობისას, სადგურზე მყოფი ერთ-ერთი ასტრონავტი მოულოდნელმა შეკითხვამ დააბნია. ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებულმა კითხვამ მისი აფორიაქება გამოიწვია. ჯერ დაფიქრდა, თითქოს შეეშინდა კიდეც, შემდეგ კი კოსმოსურ ობიექტებზე დაიწყო ზოგადი ლაპარაკი.

 ასტრონავტის გაურკვეველმა რეაქციამ უფოლოგებს შორის აჟიოტაჟი გამოიწვია. მათი აზრით, ასტრონავტი რაღაცას გვიმალავს.

 ეს ერთად-ერთი უცნაურობა არ არის, რაც ტელეხიდის დროს დაფიქსირდა. ვერ მოხერხდა ასტრონავტის იდენტიფიცირება, რომელიც პუბლიკას ესაუბრებოდა. მის სპეცსამოსზე პუერტო-რიკოს დროშა იყო გამოსახული. ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები ნასას ასტრონავტთა სიაში არ არიან.


(გადავამოწმე, ახლა სკს-ზე ეს ასტრონავტები იმყოფებიან: ელენა სეროვა(რუსეთი), ბარი უილმორი(მეთაური. NASA), ალექსანდრე სამოკუტიაევი(რუსეთი), ანტონ შკაპლეროვი(რუსეთი), თერი ვირსთი(NASA), სამანტა ქრისტოფორეტი(იტალია).

 აღსანიშანვია, რომ სადგურის კამერებს უცნობი წარმომავლობის ობიექტები არა ერთხელ დაუფიქსირებიათ(პირდაპირი ტრანსლაცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან; კოსმონავტები და ამო(UFO))

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.