შექმნილია ალგოროთმი, რომელიც შავი ხვრელის რეალურ სახეს დაგვანახვებს

 მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტმა, ქეით ბაუმანმა და მისმა ჯგუფმა, ალგორითმი შეიმუშავა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ, როგორ გამოიყურება შავი ხვრელი სინამდვილეში. შავი ხვრელების ყველა გამოსახულება, რომელიც აქამდე გინახავთ, მათ შორის ზემოთ წარმოდგენილიც, ჩვეულებრივი მხატვრული ინტერპრეტაციაა.

 რეალური გამოსახულების მისაღებად, მაგალითად, ირმის ნახტომის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელისა, პლანეტის ზომის ტელესკოპი იქნება საჭირო. ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, ამიტომ დასახმარებლად მოდის ბაუმანის ალგორითმი – მაღალი გარჩევადობის გამოსახულების უწყვეტი რეკონსტრუქცია(CHIRP), რომელიც მოვლენათა ჰორიზონტის(Event Horizon Telescope) სახელით ცნობილი ტელესკოპიდან მიღებული მონაცემებით იმუშავებს.

 მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი, მსოფლიოს რადიოტელესკოპთა გაერთიანებას წარმოადგენს. ასეთი სიმძლავრე არა მარტო გაზურ-მტვროვანი ღრუბლების მიღმა ჩახედვის, არამედ მაღალი გარჩევადობის გამოსახულების მიღების საშულებასაც იძლევა. აღსანიშნავია, რომ ამ გიგანტური მასივის არა ყველა ტელესკოპს შეუძლია მონაცემების ერთსა და იმავე დროს მიღება(სქელი გაზურ-მტვროვანი ღრუბლების გამო). ეს პრობლემა CHIRP-ით უნდა გადაიჭრას. მას ყველა ატმოსფერული ხარვეზის გაფილტვრა შეუძლია, რომლებიც სიგნალის მიღებას ზღუდავს, რითაც სხვა ნებისმიერ მსგავს ალგორითმს ჯობნის(დედამიწისხელა ტელესკოპით შავი ხვრელის „ვარცხნილობას“ დავინახავთ).

 ალგორითმის ერთ-ერთი ავტორი, მაიქლ ჯონსონი, ხუმრობით ამბობს, რომ მეცნიერები შეძლებენ რეალური ფილმები გადაიღონ იმის შესახებ, თუ როგორ იკვებებიან შავი ხვრელები. მანამდე, ცუდი არ იქნებოდა ამ კოსმოსური ფენომენის კარგი სტატიკური გამოსახულება მიგვეღო და დავრწმუნებულიყავით იმაში, მართლაც აქვთ თუ არა რაიმე საერთო ნამდვილ შავ ხვრელებს, ”ინტერსთელარში”(”ენდიურანსის” მოგზაურობა) წარმოდგენილ ხვრელთან(შავი ხვრელების საიდუმლო; შავი ხვრელი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.