ცოცხალი სამყარო

 ადრეული ბავშვობიდან არ გვასვენებს ანალოგიები: ატომი – მზის სისტემა, სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურები – ტვინის ნეირონები, და რაც ყველაზე საინტერესოა, ვარსკვლავების რაოდენობა გალაქტიკაში, ატომებისა უჯრედში და უჯრედებისა ცოცხალ ორგანიზმში, დაახლოებით ერთნაირად უზარმაზარია(1011-დან 1014-მდე). შეიძლება, რომ თვითონ სამყაროც ცოცხალი იყოს?

 იქნებ, გიგანტური ქმნილების ტვინის უჯრედები ვართ, რომელსაც ცნობიერება გააჩნია? როგორ გავიგოთ? როგორ შევამოწმოთ?

 ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ძნელია, რადაგან ზუსტად არ ვიცით, რა არის გონი და ცნობიერება. თუმცა, ვიცით რამდენიმე ფიზიკური მომენტი, რომლებსაც შესაძლო პასუხებიდან საუკეთესოს ამორჩევა შეუძლია: რა ასაკისაა სამყარო, რა დროა საჭირო ობიექტებს შორის სიგნალების გასაცვლელად, რამდენად დიდია გრავიტაციულად დაკავშირებული მეგასტრუქტურები, რა რაოდენობის სიგნალები უნდა გააგზავნოს დაკავშირებულმა და კავშირის არმქონე სხვადასხვა ზომის სტრუქტურებმა, რომ მათ შორის ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის გაცვლა მოხდეს.

 თუ გამოვითვლით და უფრო ნაკლები ზომის სტრუქტურას – ტვინს, შევადარებთ, დაახლოებით პასუხს მაინც მივიღებთ შესახებ იმისა, შეიძლება თუ არა, რომ კოსმოსური მასშტაბების სტრუქტურები იყოს ცოცხალი.

 დიდი აფეთქების შედეგად, 13,8 მილიარდი წლის წინათ გაჩენილი სამყარო, სწრაფი ტემპით ფართოვდება(ჰაბლის კანონი). მისი 68% ბნელ ენერგიაზე მოდის, 27% ბნელ მატერიაზე და 4,9% ჩვეულებრივ მატერიაზე. ოდესღაც, ეს პროცენტული თანაფარდობა სხვაგვარი იყო. იმის გამო, რომ სინათლე ყოველთვის ზღვრული სიჩქარით მოძრაობს(გაფართოებად სამყაროში), შეგვიძლია გავიგოთ, რა რაოდენობის ”კავშირის სეანსები” შეიძლებოდა მომხდარიყო ამ გაფართოების პროცესში დაკავშირებულ ორ ობიექტს შორის 13,8 მილიარდი წლის განმავლობაში:

 1 სეანსი: 46 მილიარდი წელი, დამზერადი სამყაროს ზომა;

 10 სეანსი: 2 მილიარდი სინათლის წელი, სამყაროს 0,001%: უახლოესი 10 მილიონი გალაქტიკა;

 100 სეანსი: დაახლოებით 300 მილიონი სინათლის წელი, დისტანცია ბერენისეს გალაქტიკურ გროვამდე, რომელიც 100 000 გალაქტიკას შეიცავს.

 1000 სეანსი: 44 მილიონი სინათლის წელი, ქალწულის გროვამდე, 400 გალაქტიკა;

 100 000 სეანსი: 138 000 სინათლის წელი, ირმის ნახტომის ზომა.

 1 მილიარდი სეანსი: 14 სინათლის წელი, უახლოესი 35 ვარსკვლავისა და ყავისფერი ჯუჯას ფარგლებში.

 ვარსკვლავების მოძრაობასთან ერთად(გალაქტიკაში), ეს მნიშვნელობა იცვლება. გალაქტიკების ადგილობრივი ჯგუფი – ირმის ნახტომი, ანდრომედა, გალაქტიკა სამკუთხედში  და კიდევ 50 ჯუჯა გალაქტიკა, გრავიტაციულ კავშირშია და მომავალში რამდენიმე ასი ათასი სინათლის წლის ზომის ერთ სტრუქტურად გაერთიანდება(ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა)). გალაქტიკური ჯგუფების უმრავლესობასაც იგივე ბედი ელის, ასეულობით ათასი სინათლის წლის ზომის სტრუქტურა 1015 წელი იარსებებს. ამ დროის განმავლობაში, რაც 100 000-ჯერ აჭარბებს სამყაროს ახლანდელ ასაკს, უკანასკნელი ვარსკვლავებიც ამოწურავს საწვავს, შემთხვევითი ანთებები და წვა მანამ გაგრძელდება, სანამ დარჩენილ ობიექტებს შორის გრავიტაციული კავშირიც არ გაწყდება – 1017–1022 წლის მერე. სამყაროს აჩქარებული გაფართოების გამო, ცალკეული მსხვილი სტრუქტურებიც დაშორდება ერთმანეთს, მათ შორის კავშირი ძალიან დიდი ხანი ვეღარ მოხდება. მაგალითად, სიგნალი ახლავე რომ გაგვეგზავნა, დამზერადი სამყაროს გალაქტიკათა მხოლოდ 3%-თან დავამყარებდით კავშირს, დანარჩენები კი ჩვენთვის სამუდამოდ მიუწვდომელი გახდებოდა.

 ცნობიერების საუკეთესო მაგალითი ადამიანის თავის ტვინია, რომელშიც დაახლოებით 100 მილიარდი(1011) ნეირონი და მინიმუმ 100 ტრილიონი(1014) ნეირონული კავშირებია, თითოეული ნეირონის 200-ჯერ გააქტიურებით წამში. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა(საშაულო) 2-3 მილიარდი წამია და ამ დროის განმავლობაში უამრავი სიგნალის გაგზავნა ხდება. საჭირო იქნება ტრილიონობით ვარსკვლავისგან შემდგარი ქსელი, მილიონი სინათლის წლის ზომებში, რომელიც 1015 წლის განმავლობაში იარსებებს, რათა ნეირონების , ნეირონული კავშირებისა და გადაცემული სიგნალების რაოდენობასთან სადარი რიცხვი მივიღოთ. მთლიანობაში, ეს რიცხვები, ტვინისა და სრულად ფორმირებული დიდი გალაქტიკებისთვის, ფაქტიურად ერთნაირია.

 დიდი სხვაობა იამშია, რომ ტვინის ფარგლებში არსებულ ნეირონებს კავშირების მქონე გარკვეული სტრუქტურა გააჩნია, ხოლო გალაქტიკასა და გალაქტიკურ ჯგუფებში არსებული ვარსკვლავები ერთმანეთის მიმართ სწრაფად მოძრაობს, არიან რა ყველა სხვა ვარსკვლავებისა და გალაქტიკური მასების ზემოქმდების ქვეშ.

 წყაროთა ასეთი არევა და ორიენტაციები, ნებისმიერი ტიპის მიმდევრობის მქონე სასიგნალო სტრუქტურების წარმოქმნას უნდა ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა, შეიძლება, ასეც არ იყოს. ეს დაშვება იმაზეა დამოკიდებული, რა ვიცით ჩვენ ცნობიერების გაჩენის შესახებ. ცნობიერების არსებობისთვის, მხოლოდ ერთი მიმდევრობითი მოძრაობა წინ და უკან, საკმარისი არ უნდა იყოს. სიგნალების რაოდენობა, რომელიც გალაქტიკურ მასშტაბებში შეიძლება გადაიცეს, ვარსკვლავების არსებობის განმავლობაში, შთამბეჭდავი და ძალიან საინტერესოა. და მაინც, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ჩვენი გალაქტიკა ვერაფრით იქნებოდა გამორჩეული, 6 საათის წინ დაბადებული ბავშვის მსგავსად. თუ უფრო დიდი გონის არსებობაა შესაძლებელი, ის, ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

 გარდა ამისა, ”მარადიულობის” ცნება, რომელიც სამყაროს ყველა ვარსკვლავსა და გალაქტიკას მოიცავს, ალბათ, უკიდურესად დიდია, ბნელი ენერგიის არსებობისა და ჩვენს მიერ სამყაროს მომავალი ბედის ცოდნის გათვალისწინებით. ამის შემოწმების ერთად-ერთი საშუალება, სამწუხაროდ, კომპიტერული სიმულაცია(თავისი შეზღუდვებით) ან მოლოდინია, სანამ სამყაროსეული გონი ჩვენთან დაკავშირებას შეეცდება(სამყარო კომპიუტერული პროგრამაა?!; მაინც რა ასაკისაა სამყარო?; სამყარო საკუთარი ხელებით: ინფლატონების თეორია; სამყარო ჰოლოგრამაა?!; სამყაროს, ტვინისა და ინტერნეტის მსგავსება).

One comment

  1. საინტერესოა, მატერია ქმნის გონს, მაგ. ადამიანი აზროვნებს, თუ პირიქითაც შეიძლება იყოს, გონმა შექმნას მატერია და რისგან შეუძლია შექმნას ის, არაფრისაგან? და ეს არაფერი რა არის, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება, ე.ი. არსებობს მსოფლიო გონი -(ღმერთი), ამ გონს შეუძლია შექმნას მატერია, მაგ.ადამიანის სახით და მატერიას შეუძლია იაზროვნოს, ანუ ჰქონდეს გონი, მაგ. როგორც ლოგიკური-კომპიუტერი…მაგრამ ეს გონი, ანუ აზროვნება რა არის…მატერიალურია, თუ ეს არის ის, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით… აი, ადამიანი აზროვნებს რა არის ეს, სად მიდის ეს აზრები, შეიძლება თუ არა მისი ფიქსირება…სად გროვდება ადამიანების ნააზრევი, ეს ხომ არ არის ის, რასაც ჩვენ სულს ვუწოდებთ, გარდაცვალების შემდეგ ეს გონი თუ აგრძელებს არსებობას, მაშინ ეს ხომ სხვა სამყაროა, რომელიც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ არსებობს და სამყაროში მიმდინარეობს გარდასახვის პროცესები, რომლებიც შექცევადია…გონი და მატერია ქმნიან სამყაროს, სადაც მიმდინარეობს მუდმივი გარდასახვის პროცესები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.