შატლის შესვლა ატმოსფეროში

 ეს კაშკაშა ზოლი, ორბიტიდან გადაღებული შატლის უკანასკნელი ფოტოა. ერთი კვირის წინ, კოსმოსური ბორანი ”ატლანტისი” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ჩამოშორდა, ბოლოჯერ ჩართო თავისი რეაქტიული ძრავები, დაკარგა ორბიტული სიჩქარე და ქვასავით გაექანა დედამიწისკენ.

 თუმცა, ერთი საათის მერე, ამ რთული კონსტრუქციის კოსმოსურმა მანქანამ უპრეცედენტო რამ გააკეთა – მან თავისი დასაჯდომი მექანიზმი გაშალა და დაეშვა როგორც ჩვეულებრივი თვიმფრინავი. ასტრონევტების გაშვება ა.შ.შ.-ის ტერიტორიიდან დროებით შეჩერებულია, თუმცა ჩვენი მზის სისტემას და სამყაროს კვლევას ავტომატური კოსმოსური თანამგზავრები განაგრძობენ – კასინი, ჩანდრა, ჩანე-2(ჩინეთი), დოუნ, ფერმი, ჰაბლი, კეპლერი, ლუნარ რეკონესანს ორბიტერი, მარს-ექსპრესი, მესენჯერი, მარს რეკონესანს ორბიტერი, ახალი ჰორიზონტები, ოპორტუნიტი, პლანკი, როზეტა, მზის დინამიკის ობსერვატორია, სოჰო,სპიცერი, სტერეო, სვიფტი,ვენერა-ექსპრესი და ფართო კუთხიანი ინფრაწითელი ტელესკოპი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.