შატლების ბოლო გაფრენა

 ფლორიდაში კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში მრავალ საათიანი შეხვედრის მერე, ნასას უმაღლესმა მმართველობამ დაამტკიცა კოსმოსური ბორანის Discovery-ის ორბიტაზე გაშვების დღე, მომავალი კვირის ხუთშაბათი. Discovery-ის სტარტი  მოხდება იმავე დღეს, რომელ დღესაც საერთაშორისო სადგურ “ვარსკვლავისკენ” გაემართება ევროპის კოსმოსური სააგენტოს ავტომატიზირებული ხომალდი ATV-2. მისია Discovery, STS-133, 11 დღე გაგრძელდება, ის “ვარსკვლავზე” აიტანს რობოტ ჰუმანოიდს და ინფორმაციის შენახვის ახალ მოდულს. ეს იქნება შატლის საბოლოო გაფრენა, რადგან ნასამ შატლების პროგრამის შეჩერება გადაწყვიტა.

28.04.2010.

რობონავტი მზადაა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისიის შესასრულებლად


რობოტი ნასამ და Roboticists General Motors-მა შექმნეს

რობონავტი პირველად 1999 წელს გამოჩნდა და ათ წლიანი გამოცდების მერე, ეს 140 კილოგრამიანი მოდელი R2 მზადაა საერთაშორისო სადგურ “ვარსკვლავზე” გასაფრენად. სექტემბრისთვის მის ტრანსპორტირებას საბოლო მისიით შატლი “დისქოვერი” მოახდენს.

R2-ს აქვს ადამინის მაგვარი თავი, მოხერხებული ხელის გულები და თითები. მას შეუძლია გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რომლებსაც ასტრონავტები იყენებენ. შეასრულოს დამღლელი მექანიკური სამუშაოები სადგურს შიგნით და შემდეგ გარეთაც.

ამ მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმის გარკვევა თუ როგორ იმოქმედებს რობონავტზე კოსმოსური რადიაცია და ელექტრომაგნიტური გამოსხივება. მან ზუსტად  უნდა შეასრულოს დასახული ამოცანები მიკროგრავიტაციის პირობებში. ამასთან ერთად მისი მოქმედება უნდა იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო ადამიანებისათვის. მუშავდება პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს რობოტს გაარჩიოს ადამიანური ჟესტები.


საერთაშორისო კოსმოსური სადგური “ვარსკვლავი”

შატლების საბოლოო მისიითვე მოხდება მილიარდიანი ღირებულების დეტექტორის კოსმოსში გატანაც, დეტექტორის, რომელიც მაღალენერგეტიკულ კოსმოსურ სხივებს და უცნაურ მატერიას გამოიკვლევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბნელი მატერია სწორედ ასეთი ნივთიერებისგან(უცნაური კვარკებისაგან შემდგარი ჰადრონები) შედგება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.