ყველა ვარსკვლავი ერთი ფორმისაა?(სანდრო)

სამყაროში ყველაფერი სფერული ფორმის მიღებისკენ მიისწრაფის. ის გაზურ მტვროვანი ღრუბელი, რომლისგანაც ვარსკვლავი ჩნდება, ცენტრში უფრო მკვრივია და შესაბამისად მომავალი ვარსკვლავის ძირითადი მასაც იქ არის თავმოყრილი. მასა კი თავის თავად გრავიტაციის წყაროა, გარე ფენებზე ყველა მიმართულებით!!! ერთნაირად მოქმედებს და ცენტრის გარშემო აკავებს მათ. ვარსკვლავისთვის სფეროს ფორმის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე მყარი სხეულისთვის(მაგალითად დედამიწა, ყველაზე მაღალი კუთრი სიმკვრივის პლანეტა მზის სისტემაში,სამი ერთმანეთში შერწყმული რაგბის ბურთის ფორმისაა, ე.წ. გეოიდი(video), სამღერძიანი ელიფსოიდი), რადგან მისი შემადგენელი მატერია გაზურ(პლაზმა) მდგომარეობაშია და ადვილად ნაწილდება(გადაედინება) ცენტრალური, მასიური ბირთვის გარშემო(მზის საშუალო სიმკვრივე მარილიანი წყლის სიმკვრივის ტოლია).

შორიდან ვარსკვლავები და მზეც ბურთის ფორმისანი არიან, თუმცა მათი ზედაპირის ფორმა შორს არის იდეალურიდან, ის მდუღარე წყალს შეიძლება შევადაროთ, რომელშიც ცხელი და უფრო ცივი შემადგენელი მუდმივად ადგილს უცვლიან ერთმანეთს(სპიკულები).

იდიალურთან ახლოს თეთრი ჯუჯა და ნეიტრონული ვარსკვლავები თუ იქნებიან, მათი შემადგენელი ნივთიერება უკიდურესად მყარია, თუმცა მაქსიმალურად ჩაპრესილი უძლიერესი გრავიტაციის მიერ, გაცილებით პატარა არეში(20კმ-მდე ნეიტრონულის შემთხვევაში), ვიდრე მისი წარმომშობი ვარსკვლავის ზომები იყო(რამდენიმე მილიონი კილომეტრი).

http://www.youtube.com/watch?v=Ta5ziJJ1exM&feature=player_detailpage

ნახეთ ვიდეო, რომელშიც წყალი, კოსმოსში რა თქმა უნდა, სფერულ ფორმას იღებს ზედაპირული დაჭიმულობის ძალების გამო. ვარსკვლავის შემთხვევაში ამას გრავიტაცია აკეთებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.