ყველაზე კომპაქტური პლანეტარული სისტემა

 პლანეტების რაოდენობა ვარსკვლავ კეპლერ-11-ის გარშემო ყველაზე მრავალრიცხოვანია აქამდე ცნობილ სისტემებს შორის, ამავე დროს, მზის სისტემაში რომ გადმოგვეტანა ის თავისუფლად მოთავსდებოდა მერკურის(უახლოესი პლანეტა მზესთან) ორბიტის შიგნით.

 პლანეტებამდე მანძილი 2000 სინათლის წელია. ადვილი მისახვედრია, რომ ვარსკვლავი კეპლერ-11 და მისი პლანეტარული სისტემა კეპლერის სახელობის ორბიტალურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა. ეს ექვსი პლანეტით შემოსაზღვრული ვარსკვლავი ძალიან ჰგავს მზეს. პლანეტების სახელებია შესაბამისად Kepler-11 b,c,d,e,f და g. რადგან ეს პლანეტები ერთდროულად აღმოაჩინეს, ასოითი სახელები მათ ვარსკვლავიდან დაშორების მიხედვით მიაკუთვნეს. შიდა პლანეტა b ათჯერ უფრო ახლოსაა ვარსკვლავთან ვიდრე დედამიწა მზესთან. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთეპლანეტები კიდევ უფროახლოს არიან მნათობთან, მხოლოდ მეექვსეა ცოტა შორს მერკურის ორბიტასთან შედარებით, თუმცა უფრო ახლოს ვიდრე ვენერას ორბიტა მზის მიმართ. შიდა ხუთეული ვარსკვლავის გარშემო შემოვლას 10 დან 47 დღემდე ანდომებენ, ხოლო გარე მეექვსე 118 დღეს(ანუ იქაური ერთი წელი 118 დღე გრძელდება).

 ზომით ექვსივე დედამიწაზე დიდები არიან. შიდა პლანეტები ცოტა დიდები და ამავე დროს მიეკუთვნებიან აქამდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე “მცირეკალიბრიან”პლანეტებს. ყველაზე დიდები კი ურანისა და ნეპტუნის ზომისანი არიან.

მეცნიერებმა შიდა ხუთეულის მასების დადგენა შეძლეს. ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ ისინი შედგებიან კლდოვანი ქანების, გაზებისა და შესაძლებელია წყლისგანაც. მასის ძირითადი ნაწილი კლდოვან ქანებზე მოდის, ხოლო მოცულობისა გაზებზე. d და f დიდი რაოდენობით მსუბუქ გაზებს შეიცავენ, როგორც ჩანს ისინი ძალიან ადრე ჩამოყალიბდნენ, რამდენიმე მილიონი წლის მერევე სისტემის “მშენებლობის” დაწყებიდან.

ამით კეპლერ-11-ის უცნურობები არა მოიწურება. არცთუ ისე ბევრი ვარსკვლავია ცნობილი, რომლებსაც ერთზე მეტი ტრანზიტული პლანეტა გააჩნიათ(ტრანზიტად იწოდება პლანეტის გავლა თავისი ვარსკვლავის წინ, ჩვენსა და ამ ვარსკვლავს შორის. ეს არის პლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი). კეპლერ-11 არის პირველი ვარსკვლავი ერთბაშად სამი ტრანზიტული პლანეტით. 2010 წლის აგვისტოში კეპლერმა დაიჭირა მომენტი, როცა ამ ვარსკვლავის დისკოზე ერთბაშად სამი პლანეტა მოძრაობდა(პირველი ილუსტრაცია).

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ისეთი სისტემები, როგორც კეპლერ-11-ია, ძალიან ცოტაა – ერთი ათასზე ან მილიონზე. ამიტომ მისი შესწავლა და ფორმირების პრინციპების გაგება, ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის.

ეკზოპლანეტობის კანდიდატთა შორის, რომლებიც კეპლერმა აღმოაჩინა, 68 ობიექტია, რომელთა ზომები დაახლოებით დედამიწის ზომის ტოლია და 54 ობიექტი, რომლებიც სიცოცხლისათვის შესაფერის ზონაში იმყოფებიან. ორივე რიცხვითი ჩამონათვალიდან ხუთი ორივეში ექცევა. ანუ ისინი შეიძლება დედამიწის ზომისანი არიან და მათ ზედაპირზე არის წყალი თხევად მდგომარეობაში. ეს შედეგი კეპლერის მიერ დათვალიერებული ცის 1/400-ით იქნა მიღებული, ახალი აღმოჩენები ჯერკიდევ წინაა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.