”ღმერთის ხელი” ხისტ რენტგენში…

 კოსმოსურმა ტელესკოპმა – ”ნუსტარ”(NuSTAR), ახალი ფოტო გადაიღიო ნისლეულისა, რომელიც ფორმით ადამიანის ხელს ჰგავს, სიგრძით კი 150 სინათლის წლის ზომისაა(NASA).

 ”ნუსტარის” მგრძნობიარე მოწყობილობამ, ჯერ კიდევ 1982 წელს აღმოჩენილი ნისლეული, რენტგენის დიაპაზონის ხისტ ნაწილში გადაიღო(ენერგიებით 5-დან 80 კილოელექტრონვოლტამდე). სურათისთვის დასრულებული სახის მისაცემად ნასას სპეციალისტებმა, ასევე რენტგენის დიაპაზონში მომუშავე(ნაკლები ენერგიის სხივებზე) ”ჩანდრას” მიერ გადაღებული ძველი ფოტოებიც დაადეს მას.

nustar_nasa  დედამიწიდან 17 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ნისლეული, პულსარმა(PSR B1509-58) წარმოქმნა, რომელიც წამში 7 ბრუნს აკეთებს და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა. მეტი სიზუსტის ფოტოები საშუალებას იძლევა დავადგინოთ, თუ რასთან არის დაკავშირებული ნისლეულის უჩვეულო ფორმა: ვარსკვლავის სიკვდილის მერე, ნივთიერებებმა ასეთი ფორმა მიიღეს, თუ რენტგენის სხივების უჩვეულოდ გარდატეხასთან(1) გვაქვს საქმე, აღნიშნავს ნასა(კიდევ NuSTAR-ის შესახებ).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *