ქვის შუქნიშანი მარსზე

 აშკარაა, რომ „ცნობისმოყვარეობის“ ბოლო აღმონაჩენი, ქვათა შემთხვევითი განლაგებაა. გამოსახულებაზე ერთმანეთზე დალაგებული ქვები ჩანან, რომლებსაც, დედამიწაზე საგზაო რეგულირებისთვის გამოყენებული მოწყობილობის – შუქნიშანის ფორმა მიუღიათ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვის „შუქნიშანი“ მარსული ცივილიზაციის ნახელავი იყოს.

 ფოტოსურათი 1,8 მეტრის სიმაღლიდან არის გადაღებული, მარსმავლის მარსზე ყოფნის 753-ე დღეს. პირველად ის ArtAlienTV-ის ავტორმა, ჯო სმითმა შეამჩნია.

 რამდენიმე დღით ადრე „ცნობისმოყვარეობამ“ მარსის ზედაპირზე იდეალურად მრგვალი ქვა აღმოაჩინა. ნასას სპეციალისტთა თქმით, ეს მარსული კონკრეციის ერთ-ერთი მაგალითია – ქანებში მოხვედრილი მასალის შესქელება, წერს Discovery News.

sfero marsze უკვე ორი წელი გავიდა, რაც მარსმავალი წითელ პლანეტაზე დაეშვა, ის ახლა მთა შარფის ძირში იმყოფება, მისიის ბოლო ეტაპზე. ეს რეგიონი იმითაა საინტერსო, რომ მისი გეოლოგიური ფენები მარსიის ისტორიის შესახებ მოგვითხრობენ. მკვლევარები ცდილობენ გაიგონ, როგორ გადაიქცა ერთ დროს წყლით მდიდარი პლანეტა, სიცოცხლისათვის უვარგის ადგილად. ეს, თავის მხრივ, დედამიწის მომავლის დანახვის საშუალებას იძლევა(მარსმავალი „ცნობისმოყვარეობა“რაღაც რეგულარულად ფრინდება მარსიდანრა დახოხავს მარსზე?;  მოხეტიალე ქვა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მარსიდანკიდევ ერთი ბრჭყვიალა ობიექტი მარსზე„ცნობისმოყვარეობამ“ კიდევ ერთი უცნაური ბრჭყვიალა ობიექტი იპოვა).

სხვა უჩეულო ფიგურები:

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *