ქარაფები ჩურიუმოვ-გერასიმენკოზე

 ეს მაღალი კლდეები კომეტის ზედაპირზეა. ისინი, ამ წლის აგვისტოში, კომეტის ორბიტაზე გასულმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ავტომატურმა აპარატმა – „როზეტა“, აღმოაჩინა, როგორც კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ბნელი ბირთვის ნაწილი. გამოსახულებაზე წარმოდგენილი წაწვეტებული კლდეები, ორი კვირის წინ არის გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირიდან კილომეტრზე არიან ამაღლებულნი, დაბალი გრავიტაციის გამო, ასეთ ქარაფში გადამხტარი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. კლდის ძირში, დაახლოებით 20 მეტრის რადიუსში, წვრილი ხრეშისაგან შემდგარი რბილი ნიადაგი მდებარეობს. „როზეტას“ მიერ გადმოცემული მონაცემებით დადგინდა, რომ ამ კომეტის გაყინულ წყალსა და დედამიწისეულ წყალში დეითერიუმის(წყალბადის იზოტოპი) რაოდენობის სრულიად განსხვავებული თანაფარდობაა, ანუ მათი წარმომავლობაც განსხვავებულია. გეგმის მიხედვით „როზეტა“, მზისკენ მიმავალი კომეტის გარშემო 2015 წლის აგვისტომდე იმოძრავებს(მისია „როზეტა“).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *