ფანტასტიკური 2013

OBLIVION-movie-poster არც თუ ისე შორს ნასადან, საოცარმა ფაკქტებმა და მოვლენებმა ჰოლივუდში გადაინაცვლეს და ჩვენი მომავალი სამყაროს ისტორია კინო ეკრანებზე გააცოცხლეს. მსგავსი ჟანრის ფილმები დიდი მსახიობების გარეშე ალბათ ცოტა მოსაწყენი იქნებოდა, ამიტომ რეიჟისორებმა ჰარისონ ფორდის მონაწილეობით ფილმი ენდერის თამაშები გადაიღეს, სადაც მოქმედება 2135 წელს ვითარდება, კაცობრიობა უცხოპალენეტელების, სახელად – „ჯურეკოვების“ შემოსევას ორჯერ  გადაურჩა და მესამე შემოსევისთვის ემზადება, რისთვისაც სამხედრო სკოლა იქმნება, სადაც პატარა ასაკიდან ყველაზე ნიჭიერ ბავშვებს არჩევენ, ამ ბავშვებს შორის არის ენდრიუ ვიგინი, რომელიც დედამიწის გადარჩენის ერთადერთი იმედია.
OBLIVION-movie-poster ასევე მშვენიერი ფილმი შეიქმნა უილ სმიტისა და მისი ვაჟის ჯადენ სმიტის მონაწილეობით, “ჩვენი წელთაღრიცხვის შემდეგ“. მოვლენები კატასტროფიდან 1000 წლის შემდეგ ვითარდება, როცა კაცობრიობა იძულებული გახდა დაეტოვებინა დედამიწა და კოსმოსში გახიზნულიყო. ისინი პალენტა „Nova Prime“-ზე ცხოვრობენ, დედამიწიდან რამდენიმე სინათლის წლის მანძილზე. ერთ-ერთი მისიის  დროს მამა შვილი მოყვებიან ასტეროიდების წვიმაში და საშიშ დედამიწაზე ვარდებიან, სადაც მოვლენები უკვე საკმაოდ საინტერესოა და ჯობია თავად იხილოთ გაგრძელბა. მათ არც ტომ კრუზი ჩამორჩა და მისი მონაწილეობით შეიქმნა ფილმი „ობლივიონი“. ნუთუ შეიძლება მოგენატროს ადგილი, სადაც არასდროს ყოფილხარ და მოგენატროს ადამიანი, რომელიც არასდროს გინახავს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში, ჩვენ ვეღარ ვუწოდებთ დედმიწას სახლს, ჩვენ მოვიგეთ ომი, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ ჩვენი პლანეტა, ასეთია ფილმის შინაარსი.
ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *