უძლიერესი ამოფრქვევა იოზე

 ასტრონომებმა ვულკანური ამოფრქვევის შესახებ გააკეთეს განცხადება, რომელიც იუპიტერის თანამგზავრ იოზე მოხდა.   ჰავაიზე მდებარე მაუნა-კეას ობსერვატორიის ტელესკოპის ”კეკ-2”-ის საშუალებით, მკვლევარებმა ლავით შევსებული 31 კვადრატული კილომეტრის ზომის ფართობი აღმოაჩინეს(New Scientist).

 დაკვირვებებით, ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ”კეკ-2”-დან, მეცნიერებმა ამოფრქვევის დაწყების დანახვა და მისი სიმძლავრის წინასწარი შეფასება მოახერხეს. იოს ვულკანებს 5 ტერავატამდე სითბური სიმძლავრე შეიძლება ჰქონდეთ და მათი ამოფრქვევები დედამიწაზე მიმდინარე ანალოგიურ პროცესებს ბევრი პარამეტრით აჭარბებს, ლავას ტემპერატურის ჩათვლით.

 ახლა, მკვლევარები იოს ულტრაიისფერი ფოტოების მიღებასაც იმედოვნებენ, კოსმოსური აპარატიდან Sprint-A, რომლის სტარტიც 27 აგვისტოს განხორციელდება. ამ დიაპაზონში ვულკანის მიერ ამოფრქვეული პლაზმის ღრუბელიც უნდა გამოჩნდეს.

 მეცნიერები ყველაზე უფრო სრულ მონაცემებს იოს ვულკანების შესახებ ავტომატური საპლანეტათშორისო აპარატიდან – ”გალილეო”, ღებულობდნენ, რომელიც იუპიტერის ორბიტაზე 1995 წლიდან 2003 წლის ჩათვლით მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ”გალილეომ” თავისი რესურსი ამოწურა და დედამიწიდან გაგზავნილი ბრძანების მერე იუპიტერის ატმოსფეროში შესვლით განადგურდა, მეცნიერები იოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელესკოპით უთვალთვალებენ, ხოლო 2007 წელს ვულკან ტვაშტარის ამოფრქვევის ფოტოები, იუპიტერთან ახლოს მოძრავი ”ახალი ჰორიზონტების(1)” ბორტიდან მიიღეს(მაგმის ოკეანე იოში;ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ; ვულკანი საკურაძიმა და ელვა; ვულკანი არ არის: სიცარიელე მზესთან; ვულკანები ვენერაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.