უცხოპლანეტელთა კოსმოსური ნაგებობები…

 შეორეული ვარსკვლავის თავს რაღაც უჩვეულო ხდება. ცის ”გუშაგებმა”, კეპლერისეულ მონაცემებში გაუგებარი სიგნალები შეამჩნიეს. 1480 სინათლის წლის მანძილზე მდებარე KIC 8462852(ასტრონომებმა შორეულ ვარსკვლავთან ცივილზაციის არსებობა დაუშვეს)-ს რაღაც გიგანტური სფეროსმაგვარი სტრუქტურა აქვს და ეს არ არის პლნეტა. როცა ეკზოპლანეტა ვარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის ექცევა, ვარსკვლავის ელვარებას რამდენიმე საათიანი ან დღიანი პერიოდებით ამცირებს. ამ ვარსკვლავის სინათლე კი 80 დღე სუსტდებოდა, თან არარეგულარული ინტერვალებით და ამის მიზეზი, პლანეტა ვერ იქნება.

 ნაკლებად სავარაუდოა, რომ მტვრისა და ქვების გროვაქსთან გვქონდეს საქმე. მსგავსი წარმონაქმნები, მხოლოდ ეხალგაზრდა ვარსკვლავებთან ჩნდება, KIC 8462852 კი სულაც არ არის ახალგაზრდა. ამასთან ერთად, როგორც წესი, მტვრის დისკოები ჭარბ ინფრაწითელ გამოსხივებას ამატებს სპექტრში, რაც ასევე არ დაიმზირება.

 რითი შეიძლება ეს ყველაფერი აიხსნას. შესაძლებელია, მოხეტიალე ვარსკვლავმა, KIC 8462852-ის ორბიტაზე უცხო კომეტების გუნდი მიიზიდა. ”იდუმალი სტრუქტურა, ვარსკვლავის სინათლის 20%-ის ბლოკირებას ახდენს, რაც იუპიტერის ზომის პლანეტისთვისაც კი ძალიან ბევრია” – ამბობს ენდრიუ სიმიონი, არამიწიერი ცივილიზაციების ძებნის ცენტრიდან ბერკლიში(მზე – პლანეტების ქურდი; 70 ათასი წლის წინ, მზის სისტემას ორმაგი ვარსკვლავი მოუახლოვდა).

 სიმიონი და სხვა ორი ასტრონომი თვლიან, რომ დამზერილის ალტერნატიული ახსნა, უფრო ნაკლებად სავარაუდო შეიძლება იყოს, ვიდრე კომეტების მიზიდვა, თუმცა საკმაოდ დამაინტრიგებლად კი გამოიყურება. შეიძლება, ვარსკვლავის სინათლე უცხოპლანეტელების მიერ აგებული გიგანტური სტრუქტურით იბლოკება(უცხოპლანეტელი ზეინტელექტუალი რობოტები).

 არ ვართ მარტო?

 ჩვენთვის, სიცოცხლის მხოლოდ ის ფრომაა ცნობილი, რომელიც დედამწიაზე არსებობს. მიუხედავად ამისა, მაინც არ ვიცით, როგორ გაჩნდა სიცოცხლე, ჩნდება თუ არა ის სხვა პლანეტებზეც.

 დავუშვათ, სიცოცხლე ყველგან გაჩნდა. რა შანსები არსებობს იმისა, რომ ის, ტექნოლოგიურად განვითარებულ, მოაზროვნე არსებებად გარდაიქმნება. 1961 წელს, ასტრონომმა ფრენკ დრეიკმა განტოლება გამოიყვანა(ირმის ნახტომისთვის), რომელშიც ამ შანსების დათვლის მცდელობაა წარმოდგენილი.

N = R*.fp.ne.fl.fi.fc.L

N – ცივლიზიაციათა რაოდენობა, რომლებთანაც კავშირის დამყარებაა შესაძლებელი.

R* – სიცოცხლისათვის თავსებადი ვარსკვლავების ფორმირების საშუალო სიჩქარე.

fp – პლანეტების მქონე ასეთი ვარსკვლავების წილი.

ne –  ამ პლანეტათა რაოდენობა

fl – პლანეტები, რომლებზეც სიცოცხლე გაჩნდა

fi – პლანეტები, რომლებზეც მოაზროვნე სიცოცხლე განვითარდა.

fc – პლანეტები, რომლებზეც არსებულ ცივილიზაციებს რადიოსიგნალების გაგზავნა შეუძლიათ.

L – დრო, რომლის განმავლობაშიც ეს სიგნალები სხივდებოდა.

Kepler2 damz zona

 ამ ფორმულიდან ზოგიერთი ცვლადის გამორიცხვაა შესაძლებელი, ეს ხომ წარმოსახვითი ექსპერიმენტია, თუმცა მთლიანობაში, განტოლება გვიჩვენებს, რომ მოაზროვნე სიცოცხლის გაჩენის შანსი ძალიან მცირეა, თუმცა მაინც არის.

 ტელესკოპმა – ”კეპლერი”, ათასობით ეკზოპლანეტა აღმოაჩინა და მეცნიერების შეფასებით, ჩვენს გალაქტიკაში მილიარდობით ასეთი პლანეტა შეიძლება არსებობდეს. თუ მოაზროვნე სიცოცხლე უკიდურესად იშვიათი მოვლენაა, პლანეტათა ასეთი მრავალფეროვნება მისი გაჩენის შანსს მაინც ტოვებს(როგორი შეიძლება იყოს სიცოცხლის უცხო ფორმა).

 დაისონის სფერო

 ტექნოლოგიურად განვითარებასთან ერთად, ცივილიზაცია სულ უფრო მეტი ენერგიის მომხმარებელი ხდება. ფიზიკოსმა ფრიმენ დაისონმა ივარაუდა, რომ განვითარების გზაზე მდგარი ცივილიზაცია იქამდე მივა, რომ თავისი ვარსკვლავის მთელი ენერგია დაჭირდება და მშობლიურ მნათობს გიგანტური კოლექტორის შიგნით მოაქცევს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სწორედ დაისონის სფეროების ძებნას შეუძლია უცხოპლანტელების აღმოჩენამდე მიგვიყვანოს.

dyson swarm

 დაისონის სფეროს განსხვავებული სახეც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, გიგანტური კოლექტორების განლაგება ერთ ან რამდენიმე ორბიტაზე. ასეთ შემთხვევაში, ვარსკვლავის სინათლის ბლოკირების მაჩვენებლი მცირე იქნება.

 სიმიონი და მისი კოლეგები, ჯეისონ რაითი და თაბეთა ბოიაჯანი თვლიან, რომ შესაძლებელია სწორედ ასეთი სტრუქტურა ახდენს KIC 8462852-ის სინათლის ბლოკირებას. ეს შეიძლება იყოს გიგანტური ტელესკოპი ან საცხოვრებელი ნაგებობა და არა მაინცდამაინც ვარსკვლავის ენერგიის შემკრები პანელები.

 ასტრონომი ლინ ჰილენბრანდი, რომელიც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან იკვლევს ვარსკვლავებს, ამბობს: ”ვფიქრობ, ძველი გამონათქვამი – ”ექსტრაორდინარული განცხადება ექსტრაორდინარულ მტკიცებულებას მოითხოვს”, სწორედ ამ მოვლენას ეხება”.

მტკიცებულებათა ძიებაში

 ჰიპოთეზის შესამოწმებლად, მეცნიერები ეცდებიან რაიმე მკაფიო სიგნალი მიიღონ KIC 8462852-დან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები გრინ-ბენქის რადიოტელესკპის გამოყენებაზე(ძებნა გრძელდება…), მათ შორის სხვა მეცნიერებთანაც, რომლებიც სხვა აღმოჩენების გასაკეთებლად იყენებენ ამ ტელესკოპს. თუ თხოვნა დაკმაყოფილდა, უკვე მომავალ წელს, რადიოტელესკოპის 100 მეტრიანი ”თეფში” ხსენებული ვარსკვლავისკენ იქნება მიმართული.

 ”თუ ჩვენ, მოდულირებულ ვიწროზოლიან რადიოგამოსხივებას აღმოვაჩენთ, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, ასეთი სიგნალის ახსნა რაიმე ბუნებრივი მოვლენით ძალიან ძნელი იქნება” – ამბობს რაითი(პენსილვანიის უნივერსიტეტის ასტრონომი).

 კეპლერის ჯგუფის წევრი ჯონ ჯენკინსი ამბობს, რომ აქამდე ასეთი არაფერი უნახავს, თუმცა ”საკმაოდ ხშირად, ასეთ სიახლეებს უცხოპლანეტელებს მიაწერენ ხოლმე, მერე კი ირკვევა, რომ საქმე გვაქვს ადამიანის მოღვაწეობასთან ან ბუნებრივ მოვლენასთან”.

 თვითონ სიმიონი დასძენს, რომ პირველად აღმოჩენილ პულსარას LGM-1 შეარქვეს, რაც ასე იშიფრება – პატარა მწვანე კაცუნები. სამყაროს შუქურებივით, ეს სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავები, ელექტრომაგნიტური გამოსხივების სტაბილურ იმპულსებს ასხივებენ. ახლა უკვე ბევრი ასეთი ობიექტია აღმოჩენილი და მწვანე კაცუნების ჰიპოთეზაც გაბათილებულია.

 თუ KIC 8462852 დამაინტრიგებელ რადიოსხივებს უშვებს, ბოიაჯანი, სიმიონი და რაითი მის კვლევას კიდევ უფრო მაღალი მგრძნობელობის ტელესკოპით გააგრძელებენ – ანტენათა ძალიან დიდი მასივი(ნიუმექსიკო).

 ვარსკვლავის სინათლის კვლევას დიფერენციალური სპექტროსკოპიის გამოყენებით ასევე შუძლია გვითხრას, რისგან შედგება ვარსკვლავის დამაბნელებელი იდუმალი ჩრდილი.

vla niumqsiko

 ამ საიდუმლოს ამოსახსნელად, KIC 8462852-დან მოსული ყველა სახის გამოსხივება უნდა იქნას შესწავლილი. ლოდინი მოგვიწევს, სანამ გაირკვევა რა ხდება ამ ვარსკვლავთან. კომეტები რომ არსებობს ნამდვილად ვიცით, არამიწიერი მოაზროვნე არსებების შესახებ კი არაფერი. მეცნიერებაში, ყველაზე უფრო მარტივი ახსნა, ჩვეულებრივ, ყველაზე უფრო ახლოსაა ხოლმე სინამდვილესთან. თუ იქ უცხოპლანეტელები არ არიან, ის მაინც ძალინ საინტრესოა, რა გიგანტური წარმონაქმნი ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო.

3 comments

  1. საიდან უნდა აიღო ამდენი მასალა რო ამხელა მეგასტრუქტირა ააგო… დაისონის სფეროს მაშტაბებს თუ გავითვალისწინებთ ცივილიზაციას არაერთი პლანეტის განადგურება მოუწევს ალბათ… თუ დავაკვირდებით მაგ ვარსკვლავს და აღმოჩნდება რო მის გარშემო მყარი პლანეტების რაოდენობა ცოტაა, ან საერთოდ არაა… ანდაც მათი ზედაპირი დეფორმირებულია ანუ პლანეტები დაშლის პროცესში იმყოფება, ეს კიდევ უფრო გაზრდის იმის შანსს რომ შესაძლებელია მართლაც დაისონის სფეროსთან გვქონდეს საქმე…

  2. ასეთი ტაიქონური მშენებლობების არსს ვერ ვხვდები… ძნელი სათქმელია ან რადიანტული ენერგია ან ანტიმატერია როგორ ვერ აღმოაჩინეს და დაიმორჩილეს ასეთმა ზეინტელექტუალმა არსებებმა… მე ვფიქრობ რომ მზგავსი სახის ენერგიის ”დეზინტოების” არსებობა სულაც არ ნიშნევს ”ზეინტელექტს”…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.