უკვდავი მედუზა

 ყველა ორგანიზმის სიცოცხლის ციკლი დაბადებით იწყება და სიკვდილით მთავრდება. ეს ბუნებრივი პროცესია. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა დედამიწელმა არსებამ ამ ციკლის ჩარჩოებიდან გასვლა მოახრხა.

 ერთად-ერთი უკვდავი არსების სტატუსი მედუზა Turritopsis nutricula-ს ეკუთვნის. ტროპიკული ზღვების სიღრმეებში მობინადრე 3-5 მილიმეტრი ზომის მედუზამ თავისი თავის გაახალგაზრდავება ისწავლა. ის ზღვის ფსკერზე ეშვება, ქიტინის(ორგანული ნივთიერება, რომლისგანაც შედგება ფეხსახსრიანთა (კიბოსნაირების, მწერების და სხვ.) გარეთა, მაგარი საფარველი) ქერქით იფარება და პოლიპად გადაიქცევა. ქიტინის შიგნით მოქცეული უჯრედები მთლიანად ახლდება და ზრდასრული მედუზა ისევ განვითარების საწყის ფაზაში გადადის. ”გაახალგაზრდავებული” მედუზა ქიტინის საფარიდან გამოდის და სიცოცხლის ციკლს იქამდე აგრძელებს, სანამ არ დაბერდება. ამის მერე, პროცესი ისევ მეორდება, რაც უსასრულოდ გრძელდება.

 სავარაუდოდ, მედუზამ თავისი გენების მართვა ისწავლა, ახალი უჯრედების ფორმირებაზე ზეგავლენით. როგორ ხდება ეს ყვლაფერი ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის. ჩვენთვის ცობილი ყველა ორგანიზმის ხნიერი უჯრედები ხომ საწყის სტადიაზე გადასვლას ვერ ახერხებენ. გაახალგაზრდავების პროცესის შესწავლა მართლაც რომ საინტერესო აღმოჩენებს გვპირდება, როგორც დაბერებასთან ბრძოლაში, ისე რეგენერაციული მედიცინის განვითარების საქმეში(სიცოცხლე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.