უდაბნოს თეთრი მზე

 ჩვენს მთავარ მნათობს ყოველთვის ყვითელი ფანქრით ვხატავთ. kavsadzeთუ მზე ჰორიზონტთან ახლოსაა – ნარინჯისფრად ვხატავთ, თუ მაღლაა – ყვითლად. მზე ე.წ. ”ყვითელი ჯუჯა” ვარსკვლავების ტიპს ეკუთვნის, ანუ ფანქრის ფერს სწორად ვირჩევთ. ამავე დროს, არსებობს მხატვრული ფილმი (სსრკ, ერთ-ერთ მთავარ როლში კახი კავსაძეც გვევლინება. არანაირი კავშირი ასტრონომიასთან) – ”უდაბნოს თეთრი მზე”. თეთრი?

 ის მართლაც თეთრია და ინტერნეტში ნანახი, ზედაპირული და კოსმოსური ობსერვატორიებით გადაღებული მზის ნარინჯისფერი იერი შეცდომაში ნუ შეგიყვანთ. ასეთ ფოტოებზე, როგორც წესი, მდუღარე ნარინჯისფერ ჯოჯოხეთს ვხედავთ, რადგან ეს ფერები ხელოვნურია, დეტალების უკეთ აღსაქმელად. mze bavshvma daxataთვალისთვის, მზე თეთრია, მით უმეტეს თუ ეს თვალი ატმოსფეროს გარეთ იმყოფება. მზიური გამოსხივების სპექტრის შესწავლით დადგენილია, რომ ყველაზე უფრო ინტენსიურად მზე ხილული დიაპაზონის მწვანე ნაწილში ასხივებს, თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ დედამიწის ატმოსფერო მოყვითალო-წითელი ფერის ტალღებს უფრო უკეთ ატარებს, ვიდრე უფრო მოკლე, მომწვანო-იისფერი დიაპაზონის ტალღებს. ჰორიზონტთან ახლოს, მზის სხივები მეტი რაოდენობის ჰაერს გადის, ამიტომ მნათობი მოწოთალო ელფერს იღებს. ზენიტთან ახლოს კი ღია ყვითელი ხდება. მზეს ყველანაირი ბოლი თუ ატმოსფეროს სხვა ოპტიკური დამაბინძურებლებიც ”აყვითლებს”. აი რატომ არის უდაბნოში, რომლის თავზეც სუფთა და უღრუბლო ცაა, მზე თეთრი, ანუ ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის(თინდალის ეფექტი).mzis udides laqebi

 ”ყვითელი ჯუჯები”, რომლებიც სინამდვილეში თეთრია, ზედაპირული ტემპერატურით 5000-6000 კელვინამდე, თეთრად კაშკაშებენ. ნაკლებად მწველი ზედაპირი მოწითალო-ნარინჯისფერ ვარსკვლავბს აქვს(3000 K), ხოლო ცისფერ სპექტრში ცისფერი გიგანტები ასხივებენ, ზედაპირული ტემპერატურით 10 000 კელვინი და მეტი. აღსანიშნავია, რომ არსებობენ ”თეთრი ჯუჯებიც”, უფრო მეტიც, ევოლუციის დასასრულს მზეც ერთ-ერთი მათგანი გახდება. წითელი გიგანტის ფაზის გავლის მერე, ჩვენი მნათობი გარე გაზის გარსს მოიშორებს, რომელიც ნისლეულად გადაიქცევა, ხოლო მზის ადგილზე ზემკვრი, ძალიან მასიური, პატარა და კაშკაშა, დედამიწის ზომის ბირთვიღა დარჩება(ჩანდრასეკარის ზღვარი). ეს ყველაფერი დაახლოებით 8 მილიარდი წლის მერე მოხდება(მზის ნამდვილი ფერები; როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.