სუპერკომპიუტერი – Watson, კიბოს წინააღმდეგ

 კორპორაცია IBM-ის ამ ქმნილებას რა როლი აღარ მოარგეს: მზარეულის, გამყიდველ-კონსულტანტის, ტელევიქტორინის მონაწილის(რომელშიც გაიმარჯვა). Watson-ი ახლა, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში დგება. ის დაკავდება კიბოს უჯრედების ანალიზით, რათა პაციენტებისთვის მაქსიმალურად თავსებადი მკურნალობის კურსი(პრეპარატები) გამოითვალოს.

 დნმ-ს წაკითხვისას მონაცემთა ისეთი რაოდენობა უნდა დამუშავდეს, რომელსაც მხოლოდ სუპერკომპიუტერი თუ გაუმკლავდება, ათასობით გენური მუტაციების ჩათვლით, რომლებშიც დაავადების გამომწვევი უნდა გამოვლინდეს.

 ონკოლოგები იმედოვნებენ, რომ დიდი მოცულობის მონაცემთა პრობლემის გადაწყვეტაში მათ Watson-ი დაეხმარება. კომპიუტერში ჩატვირთულ დნმ-ს მონაცემებში, Watson-ი კიბოს გამომწვევ მიზეზს გამოავლენს. საჭირო მუტაციის აღმოჩენის მერე, სუპერკომპიუტერი მასში წინასწარ ჩატვირთული, კლინიკურად უკვე გამოცდილი საშუალებებიდან, მაქსიმალურად შესაბამის სამკურნალო პრეპარატებს შეარჩევს. IBM-ის პროგრამისტებს, ასეთი ტიპის ამოცანების ამოხსნისათვის სუპერკომპიუტერის მოსამზადებლად, დაახლოებით ერთი წელი დასჭირდათ.

 ჯერჯერობით გაურკვეველია, რა რაოდენობის თანხა უნდა უხადონ სამედიცინო დაწესებულებებმა IBM-ს და რამდენი პაციენტის მომსახურებას ეყოფა ამ კომპიუტერის სიმძლავრე(დნმ; სუპერკომპიუტერები ასტროფიზიკაში; „მორწმუნე პარაზიტები“)

2015 წლის 7 მაისს ჩატარებულ საჯარო ლექციაზე(გენომიკა: ადამიანის გენომი, ფაქტები, შედეგები, მომავალი.), Watson-ის შესახებ ბიოლოგმა დავით მანაგაძემ ისაუბრა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.