სინათლის გადაქცევა მატერიად…

 ლონდონის სამეფო კოლეჯის ფიზიკოსები ექსპერიმენტის ჩასატარებლად ემზადებიან, რომლის მიზანია 84 წლის წინათ წამოყენებული თეორიის დამტკიცება. ეს თეორია, რომელსაც ბრეით-უილერის პროცესს უწოდებენ, სინათლის, მატერიად გარდაქმნის შესაძლებლობას უშვებს – ფოტონების შეჯახებისას, ელექტრონ-პოზიტრონული წყვილი გაჩნდება. ასეთი ექსპერიმენტი ადრეც ჩატარდა, თუმცა ფოტონების გარდა მასში სხვა მაღალი ენერგიის ნაწილაკებიც იქნა გამოყენებული(მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ).

 “ეს ექსპერიმენტი, ალბერტ აინშტაინის ფორმულის(E=mc²) შებრუნებული ვარინტი იქნება, ენერგიის გარდაქმნა მატერიად(m=E/c²)” – ამბობს პროფესორი სთივენ როუზი(მოკლედ – მატერია – ენერგია).

 საექსპერიმენტო სისტემაში ორი მძლავრი ლაზერი იქნება გამოყენებული(როგორ მუშაობს ლაზერი), რომელთა მიერ გამოსხივებული ფოტონები ერთმანეთს შეეჯახება და მატერიას გააჩენს. ერთი ლაზერის მიერ გამოსხივებული ფოტონების ენერგია, ხილული სინათლის ფოტონებისაზე 1000-ჯერ მეტი იქნება, ხოლო მეორე ლაზერის ფოტონებისა – მილიარდჯერ მეტი(ელექტრომაგნიტური გამოსხივება).

 ორივე ლაზერის სხივი ერთ პატარა სამიზნეზე იქნება ფოკუსირებული, ვაკუუმიანი კამერის შიგნით, რთული ოპტიკითა და ძლიერი მაგნიტებით, რომლებიც გაჩენილი ელექტრონებისა და პოზიტრონების ნაკადებს გადახრის და გააცალკევებს(ანტიმატერიის სპექტრის დამზერა პირველად ისტორიაში).

 მაღალი ენერგიის ფოტონების წყაროს როლში ლაზერი Gemini გამოვა, რომელიც ოქსფორდთან ახლოს მდებარე კვლევით ცენტრშია(STFC Rutherford Appleton Laboratory’s Central Laser Facility) განთავსებული. მოვლენის რეგისტრაციისა და მონაცემთა აღებისთვის სხვადასხვა დეტექტორი იქნება გამოყენებული, რომელთა უმრავლესობა CERN-შია დამზადებული. თუ პოზიტრონები წარმოიქმნა, მეცნიერებს მონაცემთა დეტალური ანალიზის ჩატარება მოუწევთ, რათა დაამტკიცონ, რომ ეს ნაწილაკები ნამდვილად ბრეით-უილერის და არა სხვა პროცესების შედეგად გაჩნდა.

  სთივენ როუზი – “ექსპერიმენტმა თუ წარმატებით ჩაიარა, პროცესის მოწმენი ვიქნებით, რომლის მსგავსი რამ დიდი აფეთქებიდან 100 წამის განმავლობაში ხდებოდა(რა არის დიდი აფეთქება?). ამ წამოწყების წარმატებით დასრულების იმედს, კოსმოსში დამზერილი მოვლენა გვაძლევს – ე.წ. გამა-ანთებები, რომლებიც ცნობილთა შორის ყველაზე უფრო მძლავრი აფეთქებების შედეგად ჩნდება და რომელთა ბუნება ახლაც ბოლომდე დაუდგენელია”(ჰიპერახალი ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *