სეიფერტის სექსტეტი

 რომელი გალაქტიკა გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში? ეს საინტერესო გალაქტიკათა ჯგუფი, ცნობილი სეიფერტის სექსტეტის სახელით, გველის თანავარსკვლავედის თავთან მდებარეობს. ამ “სექსტეტში”, მხოლოდ ოთხი ურთიერთქმედი გალაქტიკა შედის. ”ჰაბლით” გადაღებული ფოტოს ცენტრთან პატარა სპირალური გალაქტიკა ჩანს (ყველაზე დიდი სპირალური გალაქტიკა), რომელიც გალაქტიკური ჯგუფიდან ძალიან შორსაა და თვალთახედვის ერთ ხაზზე მდებარეობის გამო მოხვდა კადრში. მატერიის წაგრძელებული ფრაგმენტი მარჯვენა ქვედა კუთხეში, როგორც ჩანს, არა გალაქტიკა, არამედ ვარსკვლავებისგან შემდგარიი კუდია, წარმოქმნილი გალაქტიკების რთული გრავიტაციული ზემოქმედებების შედეგად (“ანტენების” ბრძოლა; გიგანტური მანათობელი პინგვინი). გალაქტიკებამდე მანძილი 190 მილიონი სინათლის წელია. ისინი საკმაოდ კომპაქტრუად, 100 000 სინათლის წლის ზომის სივრცეშია თავმოყრილი, ანუ ჩვენი გალქტიკის ზომის სივრცეში. ამგვარად, ეს არის გრავიტაციულად დაკავშირებულ ცნობილ გალაქტიკათა შორის ყველაზე მჭიდრო ჯგუფი, რომელიც რამდენიმე მილიარდი წლის მერე ერთ გიგანტურ გალაქტიკად გადაიქცევა (გალაქტიკები; ყველაზე მჭიდრო გალაქტიკა; ჩახლართული გალაქტიკა NGC 3169; ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.