სამყაროს მომავლის ქრონოლოგია

 ტელესკოპით არა მარტო ვარსკვლავებიანი ცის თვალიერებაა შესაძლებელი, არამედ ფიზიკის კანონების შესწავლაც. სამყაროს გაფართოების სიჩქარის დადგენა, ცვლილებების აღმოჩნა შორეული პლანეტების ატმოსფეროებში და ა.შ. რა ცვლილებები ელის სამყაროს შორეულ მომავალში?

 1 მილიონი წელი – მზის “მეტოქის” გამოჩენა

 ბეტელგეიზე, ჩვენი გალქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ელვარე ვარსკვლავი, დედამიწიდან 640 სინათლის წლის მანძილზე, ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მზეზე 20-ჯერ დიდი გიგანტი ჩვენს მნათობზე 100 ათასჯერ მეტ სინათლეს ასხივებს. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავი ევოლუციის ბოლოს უახლოვდება და დაახლოებით 1 მილიონ წლიწადში ზეახლად აფეთქდება. ამას მოგვიანებით დავინახავთ, რადგან სინათლე 640 წლის მერე მოაღწევს ჩვენამდე, ანუ შეიძლება უკვე აფეთქდა კიდეც(ცაზე ორი მზე იქნება?!; ბეტელგეიზეს გამოცანა).

 1,4 მილიონი წელი

 მენციერბის აზრით, მზეზე 40%-ით მსუბუქ ნარინჯისფერ ჯუჯა ვარსკვლავს – Gliese 710, მდებარე 64 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, მზის სისტემის კიდეზე მდებარე ოორტის ყინულოვანი(კომეტები. მოკლედ მზის სისტემის შესახებ) ღრუბლის განადგურება შეუძლია. კომპიუტერული მოდელირების მიხედვით, არსებობს 86%-იანი ალბათობა იმისა, რომ Gliese 710, პარსეკის ნახევარზე(1,63 სინ. წ.) მოუახლოვდება მზეს, რაც დედამიწისთვისაც საშიშია.

 8 მილიონი წელი – მარსს რგოლები გაუჩნდება

 მარსის ზედაპირიდან 6000 კილომეტრის მანძილზე მოძრავი ფობოსი, წითელი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრებიდან ერთ-ერთი, მზის სისტემის ბუნებრივი თანამგზავრებიდან ყველაზე უფრო ახლოს არის თავის პლანეტასთან. მოკლე ორბიტალური პერიოდისა და პლანეტასთან სიახლოვის გამო, ფობოსი ან დაიშლება და თავისსავე ფრაგმენტებისგან შემდგარ რგოლს წარმოქმნის, ან წითელ პლანეტაზე დაეცემა(ფობოსი მარსზე დაეცემა; 1).

 4 მილიარდი წელი – მზის სისტემის სიკვდილი

 ჯერ დედამიწა განადგურდება – მზის გაფართოების გამო ჩვენი პლანეტა გამომწვარ კლდეს დაემსგავსება, ერთ დროს სიცოცხლის არსებობისათვის ვარგის პლანეტას საერთოდაც აღარ მოგვაგონებს. აქამდე დიდი ხნით ადრე წყალი აორთქლდება, მცენარეული საფარი გადაშენდება, ატმოსფერო კოსმოსში გაიფანტება და სიცოცხლის ზოგიერთ ფორმებსაც თან წაიყოლებს. ამის მერე ზოგიერთი დიდი პლანეტის ყინულოვანი თანამგზავრები გადნებიან და შეიძლება სიცოცხლის თავშესაფრადაც იქცნენ(განსახლება – სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა).

 5 მილიარდი წელი – ახალი გალაქტიკის გაჩენა

 ირმის ნახტომი და ანდრომედა ერთმანეთს შეეჯახებიან, რასაც ერთი დიდი ელიფსური გალაქტიკის ჩამოყალიბება მოჰყვე თან. მზე, ალბათ, ამჟამინდელი ორბიტიდან გადავა, ხოლო გალაქტიკების შერწყმა მათი ზემასიური შავი ხვრელების ერთ ულტრამასიურ შავ ხვრელად შერწყმას გამოიწვევს. შერწყმის პროცესების დასრულებამდე, რაც ასეულობით მილიონი წელი გაგრძელდება, ასეულობით მილიონი ვარსკვლავი დაიბადება(ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა)).

 10 მილიარდი წელი – მტვერი დაილექება

 ამ ორი გალაქტიკის შერწყმის დასასრულისკენ, მტვერი დალექვას დაიწყებს. ახლად ფორმირებული ელიფსური გალქტიკის ვარსკვლავთა პირველი თაობა ზეახლებად აფეთქდებიან, ხოლო ბევრი ყველაზე უფრო ცნობილი ნისლეულები არსებობას შეწყვეტენ.

 100 მილიარდი წელი – სინათლე ქრება

 სამყაროს გაფართოება აჩქარებით მიმდინარეობს, ჩვენი გალაქტიკა დანარჩენებს შორდება, მათი სინათლე ჩვენამდე ვეღარც მოაღწევს, დადგება ბნელი საუკუნეები.

 1 ტრილიონი წელი – მშვიდობით სამუდამოდ

 საბოლოოდ, აღარფერი იქნება წითელი ჯუჯების გარდა. არანაირი ახალი აფეთქებები, პლანეტები და ნისლეულები.

 100 ტრილიონი წელი – სამყარო კვდება

 არსებობს მთელი რიგი ჰიპოთეზებისა, რომლებიც სამყაროს დასასრულს აღგვიწერენ, ხოლო ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ბნელი ენერგია სამყაროს გაფართოებას გააგრძელებს და მის ტემპერატურას აბსოლუტურ ნულამდე დაიყვანს. გადარჩენილი ვარსკვლავები ნელ წვას გააგრძელებენ, სანამ ბოლო მათგანიც არ ჩაქრება(რამდენი ხანი იცოცხლებს სამყარო?; დიდი გახლეჩა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.