სამეული ერთ ჰორიზონტზე

 თუ გაქვთ ტელესკოპი, ამ ღამეს შთამბეჭდავი სანახაობის მოწმენი გახდებით.

 2014 წლის 18-19 მარტს მარსი, რომელიც მზიდან მეოთხე პლანეტაა დაშორების მიხედვით, ხოლო ზომით მეშვიდე მზის სისტემის პლანეტათა შორის, დედამიწას 103 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება(2012 წლის. პირისპირდგომა). მასთან ხლოს, ელვარე მთვარე და ქალწულის თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავი სპიკა გამოჩნდებიან.

 სპიკა ცვალებადი ვარსკვლავია, მისი ვარსკვლავური სისდიდე +0,92m-დან +1,04m-მდე მერყეობს(დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა). სპიკა ორმაგი ვარსკვლავია, კომპანიონები ერთმანეთის მიმართ 4 დღიანი პაერიოდებით ბრუნავენ. ამ ვარსკვლავებს შორის მანძილი მხოლოდ 0,12(17 953 608 კმ.) ასტრონომიულ ერთეულს შეადგენს, ამიტომ მათ ელიფსოიდური ფორმები გააჩნიათ. ეს ყველაფერი კი დამკვირვებლისკენ მიმართული მანათობელი ზედაპირის ფართობის პერიოდულ ცვლილებას იწვევს. ალიფსოიდური ცვალებადი ვარსკვლავების ყველაზ ეელვარე წარმომადგენელი სწორედ სპიკაა.

 ამ ღამეს მთვარე, სპიკა და მარსი ელვარე სამკუთხედს შეკრავენ, რომლის კარგად დანახვა 15 სანტიმეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპებით იქნება შესაძლებელი. წითელ პლანეტას ლამის ისეთსავე დიდსა და ელვარეს დაინახავთ, როგორიც მთვარეა(ცეფეიდები – ასტრონომების კოსმოსური შუქურები).

4 comments

  1. sheuiaragebeli tvalit ar gamochndeba? chven davinaxavt? anu saqartvelodan kargi kutxit iqneba? teleskopi ar maqvs magram marsin naxva minda 🙂

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.