რუსულ-ამერიკულმა აპარატმა რეკორდული გამა-ანთება დააფიქსირა

ანთება, რომელიც პირველად ტელესკოპმა ”Swift”-მა დაარეგისტრირა, დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. ეს რეკორდული ხანგრძლივობის გამა-ანთებაა და ასტრონომებს არაფერი მსგავსი აქამდე არ დაუფუქსირებიათ. GRB111209А-ზე დაკვირვება ხდებოდა როგორც კოსმოსიდან ასევე მიწიდანაც.

თანამგზავრ Wind-ზე დამონტაჟბულმა რუსულმა КОНУС-მა გამა-ანთბაზე მონაცემები 20 დან 1360 კილოელექტრონვოლტის ტოლ ენერგიებზე მიიღო. მონაცემთა ანალიზით, რომლებიც აპარატის და მიწის ზედაპირზე მყოფი ტელესკოპების საშუალებით შეგროვდა, დადგინდა, რომ ანთების წყარომდე მანძილი 7,5 მილიარდი სინათლის წელია. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ანთების ენერგიაც რეკორდულ მაჩვენებელს აღწევდა. მკვლევართა თქმით, მონაცემთა მიღება კოსმოსური აპარატის უნიკალური განლაგებით მოხერხდა. ”სვიფტს” და ”ფერმის” მონაცემების მიღებაში დედამიწის ატმოსფერომ შეუშალა ხელი.

Wind-ი 1994 წელს გაუშვეს კოსმოსში. მისი ძირითდი ამოცანა გამა-ანთებების კვლევაა, ენერგიათა ფართო დიაპაზონში. მუშაობის განმავლობაში ათასობით ასეთ ანთებაზე დაგროვდა მონაცემები.

Wind-ის ორბიტა რამდენიმეჯერ შეიცვალა და 2003 წლიდან ის სისტემა მზე-დედამიწის პირველი ლაგრანჟის წერტილში L1 გადაიყვანეს(აქ მზე და დედამიწა სხეულებს ერთნაირი ძალით მიიზიდავენ). ვინაიდან ამ წერტილებზე გამავალი ორბიტები არ არის გაწონასწორებული აპარატი მის კორექტირებას რეაქტიული ძრავებით მუდმივად ახდენს. სპეციალისტთა გათვლებით, აპარატის L1-ზე შესაკავებლად საჭირო საწვავი ბორტზე საკმაო რაოდენობითაა. თავიდან აპარატი 3 წლიანი მუშაობისთვის იყო გათვლილი(უნიკალური გამა-ანთება დრაკონოს თანავარსკვლავედის მიმართულებით).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.