როგორი შეიძლება იყოს სიცოცხლის უცხო ფორმა

 ყველაფერი იმ პირობებზეა დამოკიდებული, რომლებიც ამა თუ იმ სიცოცხლისთვის თავსებად პლანეტაზე შეიძლება იყოს. გიგანტური ოკეანეების მქონე პლანეტებზე, წყლის არსებები გაჩნდებიან, რომლებიც აქაური ზღვების ბინადართ ჰგვანან. ძლიერი გრავიტაციისა და სქელი ატმოსფეროს პირობებში კი დიდი, ძლიერი, აგრესიული გამომეტყველების არსებები იცხოვრობენ. ყინულოვან სამყაროში, ალბათ, მხოლოდ ბაქტერიები. გადარჩენისთვის ბრძოლაში ისინი გიგანტურ ქსელებად შეიძლება გაერთიანდნენ (როგორ ახერხებენ მიკრობები გადარჩენას).

 ნახშირბადული შოვინიზმი

 ამ ტერმინის გაჩენა არის შედეგი ვარაუდისა, რომლის მიხედვით, არამიწიერი სიცოცხლე უნდა ჰგავდეს დედამიწისას. კერძოდ, მოლეკულები, რომლებიც სიცოცხლისთვის საჭირო ქიმიურ პროცესებში მონაწილეობენ, აუცილებლად ნახშირბადზე უნდა იყოს დაფუძნებული. გასაგებია, რომ სიცოცხლის ასეთი ფორმა ჩვენთან უფრო ახლოა, ამიტომ დედამიწელებისთვის სხვანაირი ბიოქიმიის წარმოდგენა ძალიან ძნელი იქნება.

 „ნახშირბადული შოვინიზმი“ ჩვენს ფანტაზიებს ზღუდავს, განსხვავებული სიცოცხლის ფორმებთან დაკავშირებით, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენნაირი სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც არ შეიძლება იყოს.

 აურელია და ცისფერი მთვარე

 ეს არის ტელეკომპანია Blue Wave Productions Ltd-ის, ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების  საერთო პროექტი, რომელიც National Geographic Channel-ის შეკვეთით შეიქმნა. აურელია და ცისფერი მთვარე, ჰიპოთეტური პლანეტა და მისი მთვარეა, რომლებზეც არამიწიერი სიცოცხლე შეიძლება იყოს (სიცოცხლე ეგზოპლანეტებზე და მათ თანამგზავრებზე).

aurelia მეცნიერთა აზრით, აურელიას მსგავს პლანეტას, მომდევნო 10 წლის განმავლობაში აღმოვაჩენთ. დიდია ალბათობა იმისა, რომ პლანეტა წითელ ჯუჯასთან იქნება. სწორედ ასეთი ტიპის ვარსკვლავები არის ყველაზე გავრცელებული (80%) შედარებით ახლო მანძლებზე დედამიწიდან (50 სინ. წლის ფარგლებში. კიდევ უფრო დიდ მანძილებზე პლანეტების აღმოჩენისთვის ძალიან ძლიერი ტელესკოპებია საჭირო). წითელი ჯუჯები, ცივი ვარსკვლავებია, მზის სინათლის მხოლოდ მეათედს გამოიმუშავებენ.

cidsferi mtvare aurelia ამრიგად, წითელ ჯუჯასთან, დედამიწის მაგვარი პლანეტა, აურელია ბრუნავს. ნახშირბადული სიცოცხლის აუცილებელი ატრიბუტის, თხევადი წყლის არსებობისთვის პლანეტა თავის ვარსკვლავთან ახლოს უნდა იყოს, გაცილებით ახლოს, ვიდრე ჩვენი პლანეტა მზესთან. ასეთი ახლო მანძილიდან მოქმედი გრავიტაციის გამო პლანეტა თავისი ღერძის გარშემო ნელა იბრუნებს და ყოველთვის ერთი მხრით იქნება მიბრუნებული დედავარსკვლავისკენ. არც დღე-ღამის ცვლილებები იქნება და არც წელიწადის დროებისა.

 ადრე ითვლებოდა, რომ წითელ ჯუჯებთან მდებარე პლანეტები სიცოცხლისთვის თავსებადი ვერ იქნებოდა, რადგან პლანეტის ერთ მხარეს გაყინული, ხოლო მეორე მხარეს, აორთქლების პროცესში მყოფი ატმოსფერო იქნება (წითელ ჯუჯებთან მდებარე უსიცოცხლო ეგზოპლანეტები).

 დედამიწის ამინდის მოდელის გამოყენებით, ბრიტანეთის მეტეოპროგნოზირების ნაციონალური სამსახურის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ზემოთ ხსენებულ პირობებში წყლის თხევად მდგომარეობაში შენარჩუნება შესაძლებელია.

 აურელიას ბნელ მახარეს საერთოდ არ იქნება სინათლე, ტემპერატურით – ყოველთვის ნულს ქვემოთ. ნამდვილად არ არის სიცოცხლისთვის მიმზიდველი პირობები. ნათელ მხარეზე კი მეტეოროლოგიური მოდელები მუდმივ გიგანტურ ციკლონს პროგნოზირებს. ხმელეთზე, ქარიშხლები ბობოქრობენ და დაუმთვარებელი კოკისპირული წვიმები მოდის. ბნელი და ნათელი მხარეების გამყოფ საზღვართან (ტერმინატორი) კი, ალბათ, თბილი და სტაბილური ამინდის ზოლი იქნება. აი აქ კი, მეცნიერთა აზრით, თავისუფლად შეიძლება გაჩნდეს სიცოცხლე (გარდაუვალი სიცოცხლე). შტორმულ ზონებში ფორმირებული მდინარეები აქ ჩაედინება, ამიტომ წყალსატევთა უამრავი რაოდენობა იქნება. რა შეიძლება ბინადრობდეს ამ წყალში?

marao nestari aurelia თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰოპოთეტური აურელიას ასაკი 5 მილიარდი წელია, მასზე სიცოცხლის შემდეგი ფორმები იქნება – პირველ რიგში, მარაოიანი ნესტარის მსგავსი მცენარეები, რომლებმაც დღის სინათლის დაჭერა ისწავლეს. მათი პლანეტა უძრავია, ამიტომ სინათლისკენ უკეთესი პოზიციის დასაკავებლად თვითონ მარაოები გადადგილდებიან. 10 მეტრი სიმაღლის მარაოების ფრთები წითელი ჯუჯისკენ არის მიმართული, რათა შაქრის წარმოსაქმნელად საჭირო ენერგია მიიღოს. მათი მარტივი აგებულების გულები საკვებ ნივთიერებებს მთელს ორგანიზმში ქაჩავს. არ გჯერათ? გაიხსენეთ მარჯნები, მედუზები, ზოგიერთი სახეობის მოლუსკები. მათი აფსკები ფოტოსინთეზს ახორციელებს და ამით საკვებ ნივთიერებებს იღებს. ეს სიმბიოზია.

 მსოფლიოს წამყვანი ბიოლოგებისა და ბიოქიმიკოსების აზრით, აურელიას სიცოცხლე მარაოებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, არიან სხვა არსებებიც. მაგალითად, 4,5 მეტრი სიმაღლის მტაცებელი. ის, ცხოველის აგებულების ყველა მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 alien monstrპროექტში მონაწილე მეცნიერბის აზრით, „აურელიელები“ თითქმის იგივე ბიოლოგოურ კანონებს ემორჩილებიან, რომლებსაც დედამიწელები. ლოგიკური იქნება, რომ აურელიელს გრძნობის 5 ორგანო ჰქონდეთ: თვალები, ყურები, ცხვირი, გემოსა და შეხების მგრძნობი ქსელი. ყველა მათგანი სხეულის წინა მხარეს იქნება განლაგებული, რადგან ცხოველები  წინიდან აღიქვამენ გარემოს. ექნებათ ტვინი და გამოთვლების ჩამტარებელი ცენტრი, გრძნობის ორგანოებთან რაც შეიძლება ახლოს. გრძელი კისერი, უძრავად ყოფნის საშუალებას იძლევა, სხეულის ნაწილი კი იმოძრავებს, რათა მსხვერპლს უთვალთვალოს. ნაწლავები დიდ ადგილს იკავებს, თუმცა სტაბილურ ადგილზე უნდა იყოს მოთავსებული, მაგალითად, ძლიერ და გრძელ ფეხებთან, რომლებიც ადვილად ეწევიან ნადავლს.

 დედამიწაზე არსებულმა სიცოცხლემ ადაპტაციის ერთი და იგივე ხერხი ამოირჩა. მაგალითად, ცურვისა და გადაადგილების არც თუ ისე ბევრი ხერხი არსებობს და ცოცხალი არსებები, მილიონიბით წლების განმავლობაში, რომელიმე მათგანს ირჩევენ. მეცნიერთა აზრით, სხვა პლანეტებზეც ასე იქნება. აურელიას სიცოხლესაც ასეთივე ევოლუცია მართავს.

 კვლევის მეორე ობიექტი, ჰიპოთეტური ცისფერი მთვარეა. ეს არის იუპიტერის მსგავსი პლანეტის გამოგონილი თანამგზავრი, წყლით თითქმის მთლიანად დაფარული ზედაპირითა და სქელი ატმოსფეროთი. ასეთი პირობები მეცნიერებს საშუალებს აძლევს ვეშაპის ზომის მფრინავ არსებებზე იფიქრონ.

 ცისფერი მთვარე, თითქმის დედამიწის ზომისაა, ხოლო მოდელირების მიხედვით, მის ზედაპირზე ატმოსფერული წნევა სამჯერ მეტი უნდა იყოს. მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ნიშანი ყინულოვანი ქუდების არმქონე პოლუსებია. სქელი ატმოსფერო და წყლით დაფარული ზედაპირი ტემპერატურულ რყევებს ამცირებს.

veshapi aureliidan ჭარბი ატმოსფერული ჟანგბადი კუნთების გაძლიერებას უზრუნველყოფს ციური ვეშაპებისა, რომელთაც 10 მეტრიანი ფრთები აქვთ. ასეთ „ჰაერში“ მილიარდობით წყალმცენარე და ხავსი დაცურავს, რომლებითაც ვეშაპები იკვებებიან.

 არანახშირბადული სიცოცხლის ფორმ

 დედამიწელი ცოცხალი არსბები, ძირითადათ, ნახშირბადის, ჟანგბადის, ფოსოფრისა და გოგირდისაგან შედგებიან. 2010 წელს აღმოაჩინეს ორგანიზმები, რომელთაც ჟანგბადი არ სჭირდებათ.

 ალტერნატიულ ბიოქიმიაში სტრუქტურის წარმოქმნელ ატომად სილიციუმი ითვლება. მას და ნახშირბადს ბევრი ერთნაირი თვისება გააჩნია. სილიციუმის ატომებს მეტი მასა და რადიუსი აქვს, ორმაგ და სამმაგ კოვალენტურ კავშირებს ძნელად წარმოქმნის, რაც ბიოპოლიმერების ფორმირებას აძნელებს. არანახშირბადული სიცოცხლის არსებობის ჰიპოთეზა სწორედ სილიციუმს ეფუძნება, რომელსაც ალბათ, გაცილებით ნაკლები მრავალფეროვნება ექნება, ვიდრე ნახშირბადულს, რადგან სილიციუმის შენაერთები ვერ იქნება ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც ნახშირბადის. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სილიციუმზე აღმოცენებული სიცოცხლე იმდენად უჩვეულო იქნება, რომ ფანტაზიაც კი არ გვეყოფა იმის წარმოსადგენად, როგორი შეიძლება იყოს „სილიციუმის“ უცხოპლანეტელი (ისევ სიცოცხლის წარმომავლობის შესახებ; უცხო სიცოცხლე; მარსიდან ვართ?!; საზღვრებში მოქცეული სიცოცხლე; მათემატიკოსებმა სამყაროში სიცოცხლის არსებობის ალბათობის მაჩვენებელი შეამცირეს; მანქანური ცივილიზაცია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.