როგორი იყო მარსის ატმოსფერო წარსულში

 გეოლოგებმა ა.შ.შ-დან და ისრაელიდან პირობების ანალიზი ჩაატარეს, რომლებიც მარსზე წყლიანი მდინარეების არსებობას უზრუნველყოფდნენ(Nature Geoscience).

პლანეტაზე თხევადი წყლის ასრებობისთვის სქელი ატმოსფეროა საჭირო, რომელიც მაღალ ტემპერატურასა და წნევას უზრუნველყოფს. ნაშრომის ავტორებმა კრატერების ზომები შეისწავლეს, რომლებიც მარსზე ასტეროიდების დაცემით გაჩნდნენ და ამ მონაცემების მიხედვით მაშინდელი ატმოსფეროს წნევა განსაზღვრეს.

მკვლევარებმა 319 კრატერი შეისწავლეს, მარსულ რეგიონში, რომლის ასაკი დაახლოებით 3,6 მლრდ. წელია, მდინარეთა კალაპოტების კვლებით. მათ გამოითვალეს, რომ კრატერები 0,9 ბარის ტოლი წნევის პირობებში გაჩნდნენ, რაც მარსის ახლანდელი ატმოსფეროს წნევაზე 150-ჯერ მეტია და დედამიწისეულს უახლოვდება. თუმცა, რადგან მარსი შორსაა მზიდან და მზეც შორეულ წარსულში უფრო მკრთალი იყო, პლანეტაზე თხევადი წყლის არსებობისთვის 5 ბარის ტოლი წნევა უნდა ყოფილიყო(რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?).

ეს იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ მარსული მდინარეების წყალი დიდი რაოდენობით მარილს შეიცავდა(”მარსის მზვერავმა” მგონი თხევადი წყალი აღმოაჩინა), რაც მას დაბალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში გაყინვისგან იცავდა. წითელ პლანეტაზე წარსულის მდინარეთა არსებობა ვულკანური აქტიურობითაც შეიძლება აიხსნა, რომელიც ატმოსფეროს ათბობდა. განიხილება კლიმატური პრიოდულობის ჰიპითეზაც, დაკავშირებული პლანეტის ბრუნვის ღერძის დახრილობის რყევასთან ორბიტის სიბრტყის მიმართ – 20 გრადუსი 120 ათას დედამიწისეულ წელიწადში.

მარსული თხევადი წყლისა და მდინარეების არსებობის მექანიზმი ჯერ კიდევ კამათის თემად რჩება(მარსი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *