რამ წარმოქმნა ნისლეული მედუზა?

 ნისლეული მედუზა, იგივე IC 443, დედამიწიდან 5000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ზეახლის ნარჩენია(arxiv.org). რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ობსერვატორიით – ”ჩანდრა”, ნისლეულის წარმომქმნელი აფეთქების ადგილის სამხრეთ კიდესთან, ობიექტის დანახვა მოხერხდა – CXOU J061705.3+222127(მოკლედ J0617), რომელიც სწრაფად მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავს(პულსარს) წარმოადგენს(ნეიტრონული ვარსკვლავის „აწონვის“ ახალი მეთოდი).

 პულსარისგან წარმოქმნილი ჯეტები(მაღალი სიჩქარით მოძრავი ნაწილაკების ვიწრო ნაკადები ვარსკვლავის პოლუსებთან), პირდაპირ ფოტოს შუაში გადის. გაზურ-მტვროვანი რგოლი, დარტყმითი ტალღის შეჩერების ადგილია, რომელიც აფეთქების ადგილის საწინააღმდეგო მიმართულებებით მოძრაობდა.

 J0617-ის ელვარება და სპექტრი რენტგენში, ცნობილი პულსარების რენტგენულ პროფილებს შეესაბამება. რენტგენის დიფუზური გამოსხივების სპექტრი და ფორმა, რომელიც პულსარს შემოფარგლავს, ამ რგოლის ფარგლებს ცდება, რაც პულსარის საწინააღმდეგოდ მქროლი ”ქარისთვის” დამახასიათებელი სიდიდეების ფარგლებშია.

meduza pulsarit 2 რენტგენის გაფანტული გამოსხივება, კომეტის კუდის ფორმით, იმაზე მიუთითებს, რომ პულსარი ამ სურათის მარჯვენა დაბალი კუთხისკენ მოძრაობს. მიმართულებათა შეუსაბამობამ, პულსარსა და ამ ნისლულს შორის კავშირის არ არსებობაზე შეიძლება გვაფიქრებინოს. თუმცა, მეროეს მხრივ, ეს შეუსაბამობა, გამოფრქვეული მატრიის ”მარცხნივ” მოძრაობით შეიძლება აიხსნას, რამაც პულსარის ”კომეტსიმაგვარი კუდის” გადახრა გამოიწვია(კიდევ ერთი „ზარბაზნის ბირთვი“; ზეახლის დეტონაციის კომპიუტერული მოდელი; ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.