პლანეტა თვალის კაკალი

 ასტრონომებმა უამრავი ტიპის ეგზოპლანეტები აღმოაჩინეს – ზედედამიწები, ცხელი იუპიტერები, მინი ნეპტუნები და ა.შ. მათი თქმით, უნდა არსებობდეს თვალის კაკლის მსგავსი პლანეტები, შესახედაობით ისეთი შემაშინებელი, როგორიც ჟღერადობით არის.

 ამასთან ერთად, ყველაფერი ისე უჩვეულოდ არ არის, როგორც შეიძლება გვეგონოს. ასეთი პლანეტების გაჩენა მათ სინქრონულ ბრუნვას უკავშირდება. სინქრონული ბრუნვა არის მოვლენა, როცა პლანეტის ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდი, თავისი დედავარსკვლავის გარშემო ბრუნვის პერიოდს ემთხვევა. ასეთ შემთხვევაში, პლანეტა ყოველთვის ერთი მხრით არის მიბრუნებული ვარსკვლავისკენ. შორს წასვლა საჭირო არ არის, მაგალითი აქვეა –  მთვარე.

 რატომ არ დაემსგავსა მთვარე თვალის კაკალს? საქმე ისაა, რომ მთვარე ერთი დიდი გამომშრალი ლოდია. დედამიწის მსგავსი პლანეტის შემთხვევაში, რომელზეც ხმელეთიც არის და წყალიც, სხვაგვარი სიტუაცია იქნება. დედამიწისგან განსხვავებით, ასეთი პლანეტის ერთ მხარეს სულ ღამე იქნება, მეორე მხარეს – სულ დღე.

 არც მიქცევები და მოქცევები იქნება, არამედ ერთგვარი ”მოქცევითი დაჭერა”, რომელიც პლანეტის ერთ ნახევარს მაქსიმალურად მშრალს ხდის, მეორეს კი სითხის თავმოყრის ცენტრად აქცევს. ”ცხელი თვალის კაკლებიც შეიძლება არსებობდეს და ყინულოვანიც. სიცოცხლე ასეთ ექსტრემალურ პირობებშიც შეიძლება გაჩნდეს, მაგალითად, დღისა და ღამის გამყოფ(ტერმინატორი) ზოლთან”- ამბობს ბორდოს უნივერსიტეტის ასტრონომი შონ რეიმონდი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.