პატარა ცთომილები "კასინი"(NASA).

პატარა ცთომილები

 კოსმოსურმა ხომალდმა – ”კასინი”, სატურნის პატარა მთვარეების – ატლასის, დაფნისის და პანის სურათები გადმოსცა, რომლებიც დამუშავებისა და შესწავლის შემდეგ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნდა. სურათები ხომალდის ვიწრო-კუთხური დამზერის კამერითაა გადაღებული. ატლასი – 2017 წლის 12 აპრილსაა გადაღებული, 16 ათასი კილომეტრის მანძილიდან, როდესაც მზე-მთვარე-აპარატის კუთხე(ანუ – ფაზური კუთხე) 37 გრადუსს შეადგენდა; პანი – 2017 წლის 7 მარტს, 26 ათასი კილომეტრი მანძილიდანაა გადაღებული, 27-გრადუსიანი ფაზური კუთხით; ხოლო დაფნისი – 2017 წლის 16 იანვარს, 28 ათასი კილომეტრის მანძილიდან, 71-გრადუსიანი ფაზური კუთხით. ქვემოთ მოყვანილ სურათებში ობიექტების ჩრდილოეთ მხარეები ზემოთა მიმართულია.

სურათზე გამოსახულია NASA-ს კოსმოსური სომალდის Cassini მიერ გადაღებული სატურნის სამი პატარა მთვარე(მონტაჟი): ატლასი, დაფნისი და პანი. მასშტაბები შენარჩუნებულია)NASA/JPL-Caltech/Space Science Institute).

 სურათზე ნათლად ჩანს განსხვავებები ატლასსა და პანის  ეკვატორულ სარტყელებს შორის, აგრეთვე – ატლასის უცნაური ღრუბლოვანი საფარი. ამ ორი პატარა ცთომილის(მოხეტიალე ვარსკვლავი ძვ.ბერძნ.) სურათი ინფრაწითელ, მწვანე და ულტრაიისფერი ფილტრებით გადაღებული სურათების კომპოზიტური(შეჯერებული) გამოსახულებაა; რაც შეეხება დაფნისს  – მისი სურათი ორი სხვა მთვარის ოპტიკური პარამეტრების გამოყენებით,  სავარაუდოდ,  რეალურ შეფერილობამდეა დაყვანილი. ამ მონტაჟის მონოქრომული ვერსია იხილეთ აქ.

 კოსმოსური ხომალდი ”კასინი”, NASA-ს და ESA-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება(„კასინი“ – მისიის დასასრულის კულმინაციური მომენტი). ხომალდი JPL – რეაქტიული ძრავების ლაბორატორიიდან, NASA-ს სამეცნიერო მისიათა საბჭოდან იმართება. ხომალდი-ორბიტერი ”კასინი” და მისი ორივე ფოტოკამერა JPL-ში შეიმუშავეს, დაამზადეს და ააწყვეს. გამოსახულებათა მართვისა და დამუშავების ცენტრი კოლორადოში მდებარეობს, ბოულდერის კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტში(”კასინი-ჰიუიგენსი”-ის მისიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: 1  და 2. ”კასინის” გამოსახულებათა დამუშავების ცენტრის ვებ-გვერდი: ciclops.org.).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *