ობამას თანაშემწე უცხოპლანეტელებზე საუბრობს

 ა.შ.შ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ – ჯონ პოდესტა, სინანული გამოთქვა იმასთან დაკაშირებით, რომ ამერიკელ ხალხს ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა(ამო) და უცოპლანეტელების შესახებ ინფორმაციას უმალავენ.

podesta ამის შესახებ პოდეტსამ თავის Twitter-ში დაწერა: Finally, my biggest failure of 2014: Once again not securing the #disclosure of the UFO files. #thetruthisstilloutthere cc: @NYTimesDowd

 შეტყობინება 13 თებერვალს გამოქვეყნდა, ობამას ადმინისტრაციაში მისი მუშაობის უკანასკნელ დღეს. პოდესტა, ჰილარი ქლინთონის საარჩევნო შტაბში გადადის. ა.შ.შ-ს პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა 2016 წელს გაიმართება.

 ჯონ პოდესტა ამო-სადმი თავისი დიდი ინტერესით არის ცნობილი. 2002 წელს ის უცხოპლანეტელებთან შესაძლო კონტაქტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების აუცილებლობაზე საუბრობდა – „ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან, გულწრფელად რომ გითხრათ, ამერიკელი ხალხი შეძლებს გაუმკლავდეს ამ სიმართლეს“.

 Twitter-ში გამოქვეყნებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით გაზეთმა The Washington Post გაიხსენა, თუ როგორ სთხოვა გაზეთის კორესპონდენტმა პოდესტას, კომენტარი გაეკეთებინა ბილ ქლინთონის ბიბლიოთეკაში(არკანზასი) მოსული უამრავი წერილების შესახებ, რომლებშიც უცხოპლანეტელებსა და ზონა 51-ზე არსებული ინფორმაციის გასაჯაორებას ითხოვდნენ. პოდესტამ წარმომადგენლის მეშვეობით უპასუხა – „ჭეშმარიტება სადღაც იქ არის“, ფრაზით ცნობილი სერიალიდან „საიდუმლო მასალები“, რომელშიც ორი ფედერალური აგენტი, პარანორმალურ მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობენ( ბილ ქლინთონი უცხოპლანეტელებზე საუბრობს; ისევ ”ზონა 51”, ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.