ნისლეული ვუალი

 ათი ათასი წლის წინათ, ჯერ კიდევ კაცობრიობის ჩვენთვის ცნობილი ისტორიის ჩასახვამდე, დედამიწის ღამის ცაზე ახალი ელვარე ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელიც ნელ-ნელა სუსტდებოდა და რამდენიმე კვირის მერე გაქრა. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ზეახლის აფეთქების სინათლე იყო, ხოლო მისი ნამსხვრევები კატალოგში ვუალის ნისლეულის სახელით არის შეტანილი. ამ მკაფიო გამოსახულებაზე (ზემოთ) ვუალის დასავლეთი ნაწილია წარმოდგენილი, სახელად NGC 6960, თუმცა მისი არაფორმალური სახელწოდება უფრო პოპულარულია – ალქაჯის ცოცხი. დარტყმითი ტალღა, ამოსული კატასტროფული აფეთქებიდან, კოსმოსურ სივრცეში მიცურავს, გზად ვარსკვლავთშორის ნივთიერებებს აგროვებს და აღაგზნებს. გაზის მანათობელი ძაფები, გადაღებული ვიწროზოლიანი ფილტრებით, ზეწარზე გაჩენილ ნაკეცებს ჰგვას, რომლებიც გვერდხედით ჩანს. აღსანიშნავია, რომ წყალბადი (წითლად) და ჟანგბადი (მომწვანო-ცისფრი) სივრცეში ერთმანეთისგან გამოყოფილია. ზეახლის მთელი ნარჩენი დედამიწას 1400 სინათლის წლითაა დაშორებული, გედის თანავარსკვლავედის მიმართულებით. თვითონ NGC 6960 სივრცეში 35 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. ელვარე ვარსკვლავი კადრში, გედის 52-ია. ბნელი ადგილებიდან შეუიარაღებელი თლალითაც კარგად ჩანს და ამ ძველ ზეახალს არაფრით უკავშირდება.

vuali dvalma 2
ქართველი ასტრომოყვარულის (დავით დვალი, 2014 წ.) მიერ გადაღებული ნისლეული ვუალი (გაადიდე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.