მოხეტიალე პლანეტა მზის სისტემასთან ახლოს

 ასტრონომებმა ძალიან ახალგაზრდა მარტოხელა ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს.  ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ძალიან იშვიათი ტიპის პლანეტა აღმოაჩინა, რომელიც კოსმოსურ სივრცეში ლივლივებს. მას საკუთარი ვარსკვლავიც კი არ გააჩნია. დედამიწას მხოლოდ 80 სინათლის წლით არის დაშორებული. სავარაუდოდ, მისი ასაკი 12 მილიონი წელია. ასტრონომიული მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, ის სულ ახალგაზრდაა. მასით იუპიტერზე ექვსჯერ მძიმეა.
_მარტოხელა პლანეტა ასტრონომებმა Pan-STARRS1 (PS1)-ის ტელესკოპის დახმარებით აღმოაჩინეს. ის ძალიან მკრთალია, თუმცა მეცნიერებმა მისი დაფიქსირება მაინც შეძლეს. ეკზოპლანეტის(ან ძალიან ცივი ყავისფერი ჯუჯა) კოდური სახელია – PSO J318.5-22.
_მეცნიერთა მტკიცებით, დღევანდელი დღისთვის ის ცნობილთა შორის ყველაზე მსუბუქი მოხეტიალე პლანეტაა.
PSO J318.5-22 ახალგაზრდა მარტოხელა ვარსკვლავების ჯგუფს შეიძლება ეკუთვნოდეს, მხატვრის თანავარსკვლავედიდან, რომელმაც ასევე 12 მილიონი წლის წინათ დაიწყო ფორმირება. ჰგუფის წევრები ერთმანეთთან მოძრაობის ერთნაირი მიმართულებებითა და წარმომავლობით არიან დაკავშირებულნი(მოხეტიალე პლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.