მოლივლივე კოვზი მარსზე

 მარსის ზედაპირის ერთ-ერთ გამოსახულებაზე, რომელიც მარსმავალმა ”ცნობისმოყვარეობა”-მ გადაიღო, curiosity_gaburguliმოლივლივე კოვზის მაგვარი ობიექტი აღმოაჩინეს. როგროც გამოცემა Tech Times იუწყება, აღმოჩენა, ამერიკის პლანეტარული საზოგადოების მიერ მოდერირებული ფორუმის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის.

 მოლივლივე კოვზის შესახებ მომხმარებელმა სახელით fredk, პირველმა დაწერა შეტყობინება: ”უჩვეულოდ გრძელი და თხელი კოვზი დაკიდებულ მდგომარეობაში”.

 ეს მოვლენა პერეიდოლიით შეიძლება იახსნას, ფსიქოლოგიური ფენომენით, როცა ადამიანის ტვინი არასწორად აღიქვამს მხედველობისგან მიღებულ იმპულსებს და მისთვის ნაცნობი ობიექტების სახეს აძლევს მას.

 გაზეთ Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მარსის შესწავლაზე მომუშავე ჯგუფის წევრი აშვინ ვასავადა ამბობს, რომ კოსმოსური სააგენტო არაფერს მალავს: ”არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვინც იმაზე ბედნიერი იქნებოდა, უცხო ცივილიზაციის კვალის აღმოჩენის შემთხვევაში, ვიდრე მისია ”ცნობისმოყვარეობაში” მომუშავე ადამიანთა 500 კაციანი ჯგუფი”.

 ”ცნობისმოყვარეობა” მესამე მარსმავალია, რომელიც პროგრამა მარსის შემსწავლელი ლაბორატორიის ჩარჩოებში, მარსის ზედაპირზე დასვეს. მისიამ სტარტი 2011 წლის 26 ნოემბერს აიღო, 9 თვის მერე, 2012 წლის 6 აგვისტოს(შიშის 7 წუთი), აპარატი წითელი პლანეტის ზედაპირზე, გეილის კრატერში დაეშვა(ყველაზე მაგარი მანქანა…; რაღაც რეგულარულად ფრინდება მარსიდან; რა დახოხავს მარსზე?; მოხეტიალე ქვა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მარსიდან; კიდევ ერთი ბრჭყვიალა ობიექტი მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.