მისია GRAIL-ი ფინალურ ტესტირებას გადის

 

მთვარის ორბიტაზე მოხვედრის შემდეგ, ეს ორი ერთნაირი აპარატი მის გრავიტაციულ ველს სხვა და სხვა ადგილებზე გაზომავენ. ნასას გათვლებით პროგრამა 375 მილიონი დოლარი დაჯდება. ამჟამად ის გაფრენის წინა მზადებას გადის. აპარატები უკვე სპეციალურ დამცავ კაფსულებშია მოთავსებული.

კოსმოსში აპარატებს რაკეტა მატარებელი Delta II-ი გაიყვანს. ფრენა 3,5 თვე გაგრძელდება, რომლის განმავლობაში ისინი 3,4 მილიონ კილომეტრამდე მანძილს დაფარავენ(მთვარემდე მანძილი დახლოებით 380 000 კილომეტრია, თუმცა ორბიტაზე გასასვლელი მანევრის შესასრულებლად აპარატებს მეტი გზის გვლა მოუწევთ). მიაღწევენ რა მთვარეს, თანამგზავრები გამოაგზავნიან სიგნალებს თავიანთი ზუსტი მდებარეობისა და ურთიერთ დაშორების შესახებ. სავარაუდოთ მათ შორის მანძილები ცვალებადი იქნება, რადგან გრავიტაცია მთვარის სხვა და სხვა რეგიონებში განსხვავებულია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.